“აგროსიახლეების” გადამღები ჯგუფი კუმისში მეფრინველეობის ფაბრიკას სტუმრობდა, რადგან უშუალოდ მწარმოებელთან, რომ იტყვიან, ფერმის კარზე გაერკვია, რამდენად მზად არიან ქართველი მეფრინველეები კლიმატთან ადაპტაციისთვის მენტალურადაც და ფინანსურადაც. ფაბრიკის დირექტორთან ადგილზე ჩაიწერა ინტერვიუ. მენეჯმენტმა გვთხოვა, რომ გადაღებისთვის საჭირო შუქითა და ხმაურით დამატებითი სტრესი არ შეგვექმნა ფრინველებისთვის, რაც მათთვის, როგორც წესი, მოულოდნელი შიკია ხოლმე და უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე. ამიტომ საფრინველეში უკამეროდ შევედით, ინტევიუ კი ჩავწერეთ კვერცხის დახარისხება-დასაწყობების სივრცეში უშუალოდ მუშაობის პროცესში.
რა ნეგატიური გავლენა და საფრთხეა კლიმატის ცვლილება მეფრინველეობისთვის – “აგრო სიახლეებთან” განმარტავს აგროექსპერტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა. 👇
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇