“საქართველოში კვერცხს რამდენიმე მსხვილი ფერმა აწარმოებს, თუმცა არის გლეხური, საოჯახო მეურნეობებიც, რომლის აღრიცხვა ვერ ხერხდება, რადგან მიკვლევადი არ არის,” – ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” მეფრინველეთა ასოციაციაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, კვერცხის ადგილობრივი წარმოება წელიწადში 600 მილიონამდეა.
მეფრინველეთა ასოციაციის დათვლით, ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 260 ცალია წელიწადში.
კვერცხი ქართულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ერთადერთი პროდუტია, რომლის ადგილობრივი წარმოება სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნას.
სრული გადაცემა ნახეთ აქ ?