რა ეკონომიკური სარგებელი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთისგან? – მხოლოდ შარშან დასავლეთის ქვეყნებსგან მიღებული გვაქვს 8ა მილიარდი დოლარის ღირებულების ეკონომიკური სარგებელი, ესაა: მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია, 2 მილიარდი დოლარის ემიგრანტების გადმორიცხული თანხა, 800 მილიონი დოლარის შემოსავალი საქონლის ექსპორტიდან, 700 მილიონი დოლარის შემოსავალი ტურიზმიდან, 700 მილიონი დოლარის შემოსავალი სხვადასხვა მომსახურების ექსპორტით (ტურიზმის გარეშე), მილიარდ-ნახევარი დოლარის სესხები და დეპოზიტები ქართულ ბანკებში, 500 მილიონი დოლარის სესხები ქართულ კომპანიებზე, 800 მილიონი დოლარის სესხები და გრანტები საქართველოს მთავრობაზე, – ეს არ არის სრული სურათი, რადგან ყველა ეკონომიკური ურთიერთობა არ არის აღრიცხული ქვეყნების მიხედვით. მოისმინეთ ეკონომისტის, ნოდარ სირბილაძის, შეფასება, რას აკარგვინებს ეს კანონი სოფლებს და რეგიონებს.
სრული გადაცემა ნახეთ აქ