მეცნიერები, რომლებიც ავსტრალიის შორეულ ტროპიკულ ტყეში პატარა ჩანთოსან ცხოველს იკვლევენ, ამბობენ, რომ შესაძლოა მიაგნეს მინიშნებას იმის შესახებ, თუ რატომ ხტუნაობენ კენგურუები, სიარულის ნაცვლად?
ორ ფეხზე გამართულად მხოლოდ კენგურუები და ვალაბები ხტუნაობენ, – აცხადებენ ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევარები. რატომ და როგორ? – მეცნიერთა ვარაუდით, ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება იმალებოდეს პატარა მუსკის ვირთხა-კენგურუში, რომელიც ბუჩქოვანი ჩანთოსანია და უმეტესად, უდაბნოში ბინადრობს. ისინი კენგურუების შორეული წინაპრები არიან.
მკვლევარმა ემი ცქირნმა თქვა, რომ მუსკის ვირთხა-კენგურუები – რომლებსაც მათი მძაფრი სუნის გამო დაარქვეს სახელი – “მაკროპოდოიდის”, ოჯახის ერთადერთი წევრება, რომლებიც არ ხტუნაობდნენ.
“მუსკის ვირთხა-კენგურუ იძლევა გადამწყვეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ და როდის განვითარდა კენგურუს ხტუნვის მოძრაობის ფორმა ავსტრალიაში“, – თქვა მან.
მეცნიერებმა თვალყური ადევნეს არსებებს, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც “მუსკები”, ჩრდილოეთ კუინსლენდის ტროპიკულ ტროპიკულ ტყეებში.
ისინი დააკვირდნენ არსებებს, რომლებიც მხოლოდ უკანა ფეხებით ხტუნავდნენ, ხოლო წინა თათები მიწაზე ჰქონდათ. დაასკვნეს, რომ ეს მიანიშნებს ევოლუციური განვითარების გზას: ოთხზე სიარულიდან ორზე ხტუნვამდე.
“შესაძლოა, ეს დაიწყო წინაპრით, რომელიც, სხვა ჩანთოსნების მსგავსად, ოთხზე დადიოდა, შემდეგ მივიღეთ ცხოველი, რომელიც, მუსკების მსგავსად, ხტუნავდა და საბოლოოდ გაჩნდა კენგურუ, რომლებსაც დღეს ავსტრალიაში ვხედავთ“, – თქვა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგმა პიტერ ეპისკოპოსმა.
კენგურუები და ვალაბები 5 კგ-ზე მეტი წონის ერთადერთი მხტუნავი სახეობებია, ამბობენ მკვლევარები. ხტუნავს ასევე ზოგიერთი პატარა მღრღნელი სახეობაც
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ იპოვიან უძველესი ჩანთოსნების ნამარხებს და შეძლებენ უკეთ გაიგონ თანამედროვე კენგურუების ევოლუცია.
მეცნიერების დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში Australian Mammalogy.