კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა ნიშნავს ისეთ მართვას, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უსაფრთხოებას, ამცირებს გამონაბოლქვებს და ეხმარება ფერმერებს კლიმატის ცვლილების პირობებში მდგრადად განვითარებაში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით, სოფლის მეურნეობა კლიმატგონივრულია მაშინ, როცა მისი მართვა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს — ანუ: ზრდის პროდუქტიულობას კლიმატის ცვლილების მიუხედავად; გონივრულად იყენებს რესურსებს — წყალს, ნიადაგს, ენერგიას; ამცირებს გავლენას კლიმატზე — თავიდან იცილებს ტყეების ჩეხვას, ამცირებს ნიადაგის დეგრადაციას და ზრდის ენერგოეფექტურობას; ფერმერებს აძლევს ცოდნასა და ტექნოლოგიებს, რათა უკეთ მოერგონ კლიმატის რისკებს. კლიმატგონივრული მიდგომა მოიცავს ფერმებისა და მეცხოველეობის ისეთ მართვას, რომელიც ამცირებს კონფლიქტებს რესურსებზე და უზრუნველყოფს სურსათის უსაფრთხოებას როგორც ახლაც, ისე მომავალშიც. ასევე მნიშვნელოვანია ეკოსისტემების შენარჩუნება და მათი მომსახურების (მიწის ნაყოფიერება, წყლის ბალანსი, ბიომრავალფეროვნება) გაძლიერება. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა: სანდო სამეცნიერო და ადგილობრივი მონაცემების შექმნა; შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება; ფერმერებისა და ორგანიზაციების გაძლიერება; საერთაშორისო და ადგილობრივ დაფინანსებაზე წვდომის გაფართოება. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა — გზა მდგრადი მომავლისკენ და ფერმერთა გამძლეობის გასაძლიერებლად.
