ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.
სოფლის მეურნეობის დანახარჯები 20-ჯერ გაიზარდა ათწლეულში 2011 წლიდან. სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ხარჯებში სუბსიდიების წილი 2011 წლიდან სამჯერ გაიზარდა. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები უწყობს კერძო ინვესტიციებს, თუმცა, შემცირდა სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილი მთლიან მშპ-ში. სოფლის მეურნეობის ზრდა არასტაბილურია.
2016-2021 წლებში სოფლის მეურნეობის მთლიანი ექსპორტი გაორმაგდა, მაგრამ სოფლის მეურნეობის ექსპორტში ევროკავშირის წილი შემცირდა( 31% 2016 წელს 14% 2022 წელს.), ხოლო სოფლის მეურნეობის მთლიან ექსპორტში გაზრდილია დსთ-ის წილი (47% 2016 წელს – 73% 2022 წლისთვის (გაორმაგდა ღირებულებით).
2010-2022 წლებში ქართული აგროექსპორტისთვის ძირითადი ბაზრებია: რუსეთი (24%); აზერბაიჯანი (11%);
უკრაინა (11%); სომხეთი (7%); ყაზახეთი (6%).
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე “აისეტი: ასკვნის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი მრავალი შიდა და გარე შოკის წინაშე დგას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობას. სუბსიდიები ძირითადად იძლევა მოკლევადიან სტიმულს. ჯერ კიდევ ვერ მოიხსნა ხელისშემშლელი ბარიერები ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობების გამოსაყენებლად. შედეგად, ქართველი მწარმოებლების შესაძლებლობა, მიაწოდონ ევროკავშირს ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტები, კვლავ შეზღუდულია.