Skip to content Skip to footer

რა გაკეთდა მუნიციპალიტეტებში უცხოელი პარტნიორების ფულით – 27 წლიან მუშაობას კოკა კიღურაძე აფასებს

საჯარო მმართველობის სპეციალისტი კოკა კიღურაძე “აგრო სიახლეებთან” ამბობს, რომ საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობებს უცხოელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა მათი ჩამოყალიბების პერიოდიდან დღემდე უწყვეტად აქვთ და ამ მხარდაჭერის დაკარგვა შეაფერხებს მუნიციპალური სერვისების სრუფასოვან მიწოდებას და საფრთხე შეექმნება ამ ინსტიტუციის სრულფასოვან ფუნქიონირებასაც კი. კიღურაძე დეტალურად განმარტავს რა მასშტაბის დახმარება გასწია უცხოელმა პარტნიორებმა რეგიონებში მვცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების გარისხის გაუმჯობესებისთვის მუნიციპალური სერვისების ჩამოსაყალიბებლად და შემდეგ დასახვეწად. კიღურაძე სტრატეგიული პარტნიორების მუშაობის 27 წელს აფასებს

ცნობისთვის, 21 სექტემბერს, შაბათს, გადაცემაში “აგრო სიახლეები” ნახავთ ვრცელ მასალას იმაზე, რას ამბობენ მუნიციპალიტეტებში დასავლური დაფინანსების შეჩერებაზე და რას კარგავს სინამდვიილეში რეგიონების მოსახლეობა. გაგაცნობთ კვლევას სახელწოდებით “ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები” და დაგანახებთ პესიმისტურ ოპტიმისტურ სცენარებს მოკლე და გრძელვადიანი შედეგებით. გვადევნეთ თვალი “აგროგარემო TV-ზე”.