წლების წინ იმერეთში მეაბრეშუმეობა საკმაოდ მძლავრად იყო განვითარებული. გამონაკლისი არც სამტრედია ყოფილა, უფრო მეტიც, აქ მეაბრეშუმეობა იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ მაგალითად დიდ ჯიხაიშში, ოჯახებს, ცალკეულ პირებსაც, მეტსახელად, საგნებელად (ასე ამბობენ აქ), ანუ მისაგნებლად, იდენთიფიცირებისთვის, მეტსახელად “მეაბრეშუმესაც” უწოდებენ. მაგალითად დიდ ჯიხაიშში ყველა იცნობდა “ლეილა მეაბრეშუმეს”. ის დღეს ცოცხალი არარ არის. სოფლის უხუცესებმა მითხრეს ისიც, რომ ერთმა ოჯახმა, საერთოდაც, იმდენად ბევრი აბრეშუმი აწარმოა, სახელმწიფომ მანქანითაც კი დაასაჩუქრა, როგორც მოწინავე მეაბრეშუმე. სოფელში მუშაობდა აბრეშუმის პარკის მიმღები პუნქტიც, დასაქმებული იყვნენ ადამიანები და შრომით იღებდნენ არც თუ ისე მცირე შემოსავალს. რა განაპირობებს იმერული ბარეშუმის მაღალ ხარისხს?, – მოვუსმინოთ ამ სფეროს კარგად მცოდნეს დიდი ჯიხაიშის მკვიდრს ბესო ქუთათელაძეს.