იცი რა განსხვავებაა მიწიდან ახლადამოღებულ ბროწეულის ნერგებსა და 20-ლიტრიან კონტეინერში გამოყვანილ, 4 წლიან ბროწეულის ნერგებს შორის? მიწიდან ამოღებული ნერგი გადარგვისას განიცდის სტრესს — ზიანდება ფესვთა სისტემა, ნერგი სუსტდება და გახარების რისკი იზრდება. ხოლო 4 წლიანი, კონტეინერში გამოყვანილი ნერგი უკვე ჩამოყალიბებული და გამძლეა. მისი ფესვები არ ზიანდება, რადგან დარგვისას მიწიდან ამოღება საერთოდ არ ხდება — ნერგი სრულად ინარჩუნებს თავის ფესვთა სისტემას. სწორედ ასეთი — 20-ლიტრიან კონტეინერებში გამოყვანილი, 4 წლიანი ბროწეულის ნერგები აქვს სანერგე მეურნეობა „მწვანე სახლს“. აგროტექნოლოგიების დაცვით ჩარგვის შემთხვევაში, ამ ნერგებს აქვთ 100%-იანი გახარების გარანტია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა — რადგან ნერგი კონტეინერშია გამოყვანილი და უკვე 4 წლისაა, მისი დარგვა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.
„მწვანე სახლი“ გთავაზობთ არა უბრალოდ ნერგებს, არამედ უკვე გახარებულ ბროწეულებს — რომლებიც 100%-ით არც თქვენს ბაღში მოიწყენენ.
ნერგების შესაძენად მობრძანდით ჩვენს ორ სანერგეში. დასავლეთ საქართველოში ვართ ზუგდიდში მისამართზე: ჭითაწყარი, ვაჟა ფშაველას 4, სამხარეო პოლიციასთან. აღმოსავლეთ საქართველოში კი თბილისში გვიპოვით: რუსთავის გზატკეცილი 2–3, ორთაჭალა–ფონიჭალის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, თბილისისკენ მომავალ მხარეს.
თბილისში გვეკონტაქტეთ ნომერზე 591 455 008. ზუგდიდში დაგვირეკეთ ნომერზე 574 34 33 43.
„მწვანე სახლი“ — მარტივი გზა შენი ბაღისა და მეურნეობისთვის!
„მწვანე სახლი“ — როცა გინდა, სივრცე უფრო ლამაზი გახდეს.
#aishop #aishopping #AIshoppinhub
ვისაც გინდათ ეზოში არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ნაყოფიერი და სასარგებლო ხე გქონდეთ, „გულეშა“ ბროწეული საუკეთესო არჩევანია. ეს აზერბაიჯანული ჯიში ცნობილია განსაკუთრებული სიტკბოთი, წვნიანი მარცვლებითა და მაღალი ხარისხის ნაყოფით.
მსოფლიოში სულ უფრო აქტიურად ვითარდება ეგრეთ წოდებული ხეხილის ურბანული საზოგადოებრივი ბაღები, სადაც ბროწეული სხვა ნერგებთან ერთად უკვე დიდი ხანია ქალაქის გამწვანების კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
როგორ და სად შეიძენ ხარისხიან, ჯანმრთელ და მაღალიმუნურ ნერგს? – “მწვანე სახლი” ყველგან მოგწვდება
თუ გინდა, რომ გარემო, სადაც ცხოვრობ, მთელი წლის განმავლობაში მწვანე და მოვლილი ჩანდეს, არიზონიკა და ლეილანდი საუკეთესო არჩევანია. არიზონიკა ვერცხლისფერი კიპაროსია, ლეილანდი – მწვანე.
„დილის პირველი ღიმილი ხშირად ყვავილისგან მოდის — და ეს დღე უკვე წარმატებულია.“ თუ ჯერ ყვავილი არ გაქვს, აუცილებლად იყიდე. თუ გაქვს კიდევ ერთი პოზიტივი შემატე შენს ფერად გარემოს.
ერთ ბალბას დადგამ აივანზე და უცებ ყველაფერი უფრო ლამაზი ხდება. ბალბა, იგივე პელარგონიუმი, პატარა ყვავილია, მაგრამ დიდ განწყობას ქმნის. ფერს აძლევს სახლს, აცოცხლებს ეზოს და სითბოს მატებს ყოველდღიურობას.
ფიკუსი მცენარეა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ საქმესაც აკეთებს. მის სქელ და პრიალა ფოთლებში ბუნებრივი ლატექსია, რაც მას ძლიერ და გამძლე მცენარედ აქცევს. სწორედ ამიტომ ეძახიან მას რეზინის მცენარეს. ფიკუსი ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას და სივრცეს უფრო სუფთა, მსუბუქ და სასიამოვნო გარემოდ აქცევს.

