საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სურსათზე ადგილობრივ მოთხოვნას ძირითადად იმპორტით იკმაყოფილებს. მიზეზი მრავალმხრივია, – პირველი ალბათ ადგილობრივი წარმოების მცირე მასშტაბია, თუმცა, ხშირად, რასაც ვაწარმოებთ, იმის რეალიზაციაც ჭირს. მაინც რატომ ვერ აღწევს ქართული აგრონაწარმი ქსელური მარკეტების დახლებამდე? რა აფერხებს პროცესს და რა კეთდება ქართული ნაწარმის რეალიზაციის სტიმულირებისთვის? რა ძალისხმევას დებენ დონორები ამ საქმეში? რეალიზაციისას რა ბარიერებს აწყდებიან ფერმერები და როგორ ახერხებენ ამ ბარიერების დაძლევას? – ამაზე გ”ავაგრძელებთ “აგრო სიახლეების” სტუდიაში ვსაუბრობთ სტუმრებთან:
- USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენელი მაკა თევდორაძე.
- ქართული მიკრომწვანილის მწარმოებელი, კომპანიის, „დიდარეს“, დამფუნებელი რუსუდან კვარაცხელია. (დისტანციურად)