„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვები დღეს დაიწყო.
რამდენად სრულყოფილია კანონპროექტი, რომელმაც შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობა უნდა დააკანონოს? რა მთავარი მესიჯებია გაწერილი მასში? – „აგროსიახლეების“ ამ კითხვას პასუხობს დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან ხატია წილოსანი.
ცნობისთვის, შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის სისტემატიზებაში სახელმწიფოს FAO დაეხმარება.
შეგახსენებთ, ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით კი თბილისსა და პატარა ქალაქებში.
“აგროსიახლეები” ამ თემაზე გადაცემას ამზადებს, რომელსაც შაბათს, 16 საათზე, “აგროგარემო TV-ის” ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებული გადაცემების ბმულებს ჩვენი მდიდარი არქივიდან: 👇