Skip to content Skip to footer

რას გულისხმობს საძოვრების მდგრადი მართვის სტრატეგია

საძოვრებს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, პრობლემას უქმნის, ერთი მხრივ, კლიმატის ცვილება და, მეორე მხრივ, ადამიანის ჩარევა.

ჩვენი საძოვრები რომ გაუვარგსებულია, ამაზე რეგიონში მცხოვრებლები და საოჯახო მეურნეობისთ დაკავებული ადამიანები დიდი ხანია საუბრობენ. ბოლო წლებში იალაღზე გაშვებული საქონელი მოსახლეობას უკან თითქმის მშიერი უბრუნდება. შეუიარაღებელი თვალითაც, ბალახოვანი საფარის ფერითაც კი ადვილი მისახვედია, რომ საძოვარები ქვეყანაში დაბალი ეკოლოგიური და კვებითი ღირებულებისაა.

დეგრადირებული და დაბალნაყოფიერი საძოვრების განახლება მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

როგორც „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) პროექტის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე გვეუბნება, საძოვრების შენარჩუნება-აღდგენაზე ჩვენს ქვეყანაში მუშაობა 2014 წლიდანაა დაწყებული. პირველადი მიზანი დეგრადაციის შეჩერება და ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლებაა.

ნადიბაიძე “აგრო სიახლეებთან” საუბრისას ხაზს უსვამს, რომ საძოვარი ეკოსისტემის ნაწილია. ამიტომაც მისი დეგრადაცია საფრთხეა, ერთი მხრივ, ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შემცირების , მეორე მხრივ, საძოვრების დაბალპროდუქტიულობა პირდაპირ აისახება სოფლის მეურნებაზე, მეცხოველეობაზე.

მისივე განმარტებით, საძოვრის აღდგენა საკმაოდ დიდ ინვესტიციას და ძალისხმევას საჭიროებს. საძოვრის აღდგენის ერთ-ერთი ფორმაა შეთესვითი სამუშაოები.

“გაერომ 2019 წელს კონვენციის ფარგლებში შეიმუშავა საძოვრებისა და სხვა ეკოსისტემების აღდგენის კონცეფცია და ეს შეუფუთა როგორც მიწის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს საქართველოში, რაც გულისხმობს მიწის ბალანსიის ნეიტრალობის მიღწევას მდგრადი მართვისა და აღდგენის გზით. აქამდე საძოვრებს კანონი არ არეგულირებდა. შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფცია, რომელიც ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებებს ეყრდნობა. კერძოდ, გათვალისწინებულია გერმანიისა და საფრანგეთი სმაღალი მთის ალპური საძოვრების გამოყენების მიდგომები,” – ამბობს “აგროგარემო TVის” გადაცემაში “აგრო სიახლეები” ნინო ნადიბაიძე.

სრული გადაცემა ნახეთ აქ