Skip to content Skip to footer

რა რისკია სიცივის სტრესი ცხოველებში

სიცივის სტრესი ბოლო დროს ცხოველებში გააძლიერა კლიმატური ცვლილების გააქტიურებამ. კლიმატური ცვლილების ეფექტი სწორედ ტემპერატურული რეჟიმების მკვეთრი ცვალებადობაა, – გვალვა და ძლიერი სიცხე, ძლიერი ყინვით იცვლება, ან პირიქით. ეს კი ცხოველის ორგანიზმში ნორმალურ ფიზიოლოგიურ პარამეტრებს ცვლის, შედეგად უარესდება ჯანმრთელობა. სიცივის რეგულარული და ხანგრძლივი სტრესი ცხოველს უქვეითებს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს.

პირუტყვის გროვად დაჯგუფება, ძოვა-ცოხნის შემცირება, მოწყურების შემცირება, მადისა და პროდუქტიულობის დაქვეითება, ბალან-ბეწვის გაუხეშება, ღრმა და გახშირებული სუნთქვა და გულისცემა, კანკალი და ქარსაფართან ახლოს დგომა, – ესაა სიცივის სტრესის სიმპტომები ცხოველებში.

სიცივის სტრესმა მაკეობისას ცხოველში შესაძლოა ნაყოფის განვითარება შეაფერხოს. განსაკუთრებით სარისკოა ამ დროს მოზარდ საქონელში ჰიპოთერმიის განვითარება.

ამ დროს ფერმის მოწყობას და და ინფრასტრუქტურულ განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სტრესის პრევეციისთვის კარგად აპრობირებული მეთოდებია: ფერმაში ცხოველზე მორგებული მიკროკლიმატის შექმნა, ძოვების სწორი მენეჯმენტი და ნორმალური ტემპერატირის წყალზე ცხოველის მუდმივი წვდომა, ცხოველის ორპირი ქარისგან დაცვა, ჰიგიენური პირობების დაცვა და კვების გაუმჯობესება.

არანაკლები რისკია ცხოველებისთვის სითბური სტრესიც, რომელიც საქონელს 20 გრადუსს ზემოთ ეწყება.

საკონსუტაციო კომპანია “როქის” დირექტორი, დავით ბოსტაშვილი, “აგრო სიახლეებს” უხსნის, რომ ცხოველს, როგორც წესი, თანაბრად უჭირს ყინვის დროსაც და სიცხის დროსაც. ამ დროს მას უჩნდება სტრესი, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც პირუტყვის შიდა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ასევე მის ქცევაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის კეთილდღეობას, აქვეითებს პირუტყვის ჯანმრთელობას და მის პროდუქტიულობას. აღმოჩნდა, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირიტყვისთვის იდეალური ტემპერატუურა 18-20 გრადუსია. 20 გრადუსს ზემოთ ცხოველს სითბური სტრესი ეწყება. 30 გრადუსს ზემოთ კი შესაძლოა ცხოველი დავკარგოთ კიდეც.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇