Skip to content Skip to footer

რა ფინანსური სტიმულები გამოაცოცხლებს მთას – ეკონომისტების ხედვა

ეკონომისტებმა, სოსო არჩვაძემ და პაატა კოღუაშვილმა, შეიმუშავეს მთის განვითარების სტრატეგია, რომელშიც დეტალურადაა რეკომენდებული ის ფინანსურ-ეკონომიკური სტიმულები, რამაც მთაში მოსახლეობის დამაგრებას უნდა შეუწყოს ხელი. რამდენიმეს “აგრო სიახლეებს” სოსო არჩვაძე უხსნის.👇

სოსო არჩვაძის რეკომენდაციით, ბიზნესმა სიმძიმის წერტილი რეგიონებში უნდა გადაიტანოს, განსაკუთრებით, მთაში. ეკონომისტის ინფორმაციით, მთაში მოსახლეობის სიმჭიდროვით, საქართველო ყველა თავის მეზობელს ჩამორჩება, რაც ეკონომიკურ ზარალიანობასთან ერთად, პოლიტიკურად საფრთხის შემცველია. რაც შეეხება, კანონშემოქმედებით პროცესს, ეკონომისტი ამტკიცებს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს აგრარული საკითხებიც და რეგიონული ასპექტებიც და, რაც მთავარია, არჩვაძე ხაზს უსვამს, რომ ტრადიცია და წარმოების კულტურა ხშირად გადამწყვეტია ხოლმე რეგიონულ აგროპოლიტიკაში.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇