მეცხოველეობაში კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. პრობლემა ექმნებათ, როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა აგროდანიშნულების ცხოველებს. გამონაკლისი არც მეცხვარეობაა.
როგორც “როქის” ვეტერინარი ეკა ილაური გვიხსნის, ცხვარი სიცივეს უფრო იტანს, ვიდრე სიცხეს, თუმცა, მისივე თქმით, ვეტერინარული რისკები ყველა სეზონზეა და სპეციალისტის ყურადღებას მიდმივად საჭიროებს.
“საქონელთან შედარებით, ცხვარი უფრო უძლებს კლიმატური ცვლილებებს. ის მომთაბარე ცხოვრებას შეჩვეულია. ტემპერატურული სტრესები ცხვარშიც ფიქსირდება. ფიზიოლოგიურადაც, თუნდაც მატყლის გამო, სიცივეს ნაკლებად გრძნობენ. ზაფხულში აუცილებელია ცხვრის გაკრეჭვა, გაპარსვა. მეცხვარეობაში უდიდესი პრობლემა მაინც ჰელმითური დაავადებები ქმნის. მაგალითად, ლენტისებური ჭია განსაკუთრებით სარისკოა ზაფხულში, როცა დღეში 8-10 სმ-ით ზრდა შეუძლია. აუცილებელია 14-დღიანი ინტერვალით ცხოველის ჭიაზე დამუშავება. ადრე ბაქტერიულ და ვირუსულ დაავარებებს სეზონურობა ახასიათებდა. მაგალითად, პიროპლაზმიზი, რომელიც ცხვარსაც ემართება და საქონელსაც, როგორც წესი, მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურდებოდა, რის გამოც საძოვრულ დაავადებასაც კი უწოდებდნენ, მაგრამ კლიმატის ცვლილებამ განაპირობა ის, რომ ზამთრის თბილ დღეებში პიროპლაზმოზის გადამტანი ტკიპი აქტიურდება და ეს დაავადება ზამთრშიც ხშირიად გვხვდება დღეს,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” ეკა ილაური.
რა კლიმატურ რისკებს ქმნის დიდთოვლობა და უხვი ნალექი აგროგარემოში, გაიგეთ აქ 👇