„ბაია ფუდს“ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ჰასპის სტანდარტი აქვს დანერგილი, თუმცა მუშაობს აისო-სერტიფიცირებისთვის და გლობალ-გეპისთვისაც. ცდილობს ექსპორტზე გასვლასაც. მოლაპარაკებები აქვს სამეზობლოსთან, საცდელი პარტია კი გაგზავნილია აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზეც. რა გზა გაიარა კომპანიამ? როგორი ბიზნესგარემოა საქართველოში? რა გამოწვევები აქვს ადგილობრივ წარმოებას? რას ითხოვს, ერთი მხრივ სახელმწიფოსგან და, მეორე მხრივ მომხმარებლებისგან ქართული ნაწარმის მეტი პოპულარიზაციისთვის? – კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ზვიად გრძელიძემ, „აგრო სიახლეების“ ამ და კიდევ სხვა კითხვებსაც უპასუხა.
სრული გადაცემა ნახეთ აქ