“მერების შეთანხმება” ევროკავშირის ინიციატივაა და, როგორც უკვე გითხარით, აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. ხელმომწერები, რომლებიც 2016 წლის ოქტომბრამდე შეუერთდნენ მერების შეთანხმებას, ვალდებულება აიღეს, რომ 2020 წლისათვის СО2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით შეემცირებინათ. ისინი, კი რომლებიც 2016 წ ოქტომბრის შემდეგ შეუერთდნენ მერების შეთანხმებას 2030 წლის იღებენ ვალდებულებას СО2-ის ემისიები შეამცირონ მინიმუმ 30%-ით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP-ის) პროექტის მენეჯერი, ეკატერინე მიქაძე, “აგრო სიახლეებს” უხსნის, ვინ შეასრულა 2020 წლისთვის ნაკისრი ვალდებულება და ვინ ვერა? ასევე რამდენად რეალურია 2030 წლის მიზმის მიღწევა? აქვს თუ არა ბიზნესს მზაობა გადაეწყოს კლიმატგონივრულად?
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇