🐑 დოლის სეზონისთვის ფერმერი მზად უნდა იყოს!
დოლის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მეცხვარეობაში, რადგან სწორედ აქ ყალიბდება მომავალი ფარის პროდუქტიულობა. ამისთვის საჭიროა წინასწარი მომზადება: ფარეხების დათბუნება, დეზინფექცია, ტიხრებით ცალკე განყოფილებების მოწყობა – მშრალი ცხვრის, დასადოლებლის, საჩვილესა და სამშობიარო ზონისთვის.
დაბადების შემდეგ ბატკანი 4-5 დღეს დედასთან ერთად საჩვილეში რჩება, შემდეგ კი გადადის საბატკნეში. თუ ნერბი არ აწოვებს ბატკანს, სპეციალური საშუალებები – კორაკანა ან დაკიდება – ეხმარება მას მიეჩვიოს ნაშიერს. ყოველი დაბადებული ბატკანი აღირიცხება ჟურნალში: ფერი, სქესი, ცოცხალი მასა და სხვა მონაცემები.
პირველი ორი კვირა ბატკანი მხოლოდ დედის რძით იკვებება, შემდეგ კი ემატება თივა და კომბინირებული საკვები. საქართველოში ბატკნის გამოზრდა ხშირად „გასარდვლის“ წესით ხდება, თუმცა უფრო პროგრესულია ნოტოებრივი მეთოდი, როცა რამდენიმე ნერბი ბატკნებთან ერთად ინახება – ეს ზრდასა და ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
👉 სელექცია და გადარჩევა სანაშენე საქმის მთავარი საფუძველია – უნდა შეირჩეს საუკეთესო ვერძები და ნერბები, ხოლო დაბალპროდუქტიული ცხოველები გამოირიცხოს.
✅ სწორად ორგანიზებული დოლის პროცესი წარმატებული მეცხვარეობის გარანტიაა!