ბოცვრის მოშენება დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. მსოფლიოში არსებობს ბოცვრების დაახლოებით 200-მდე ჯიში, რომლებიც დანიშნულების მიხედვით იყოფა სახორცე, საბეწვე, სახორცე-საბეწვე და დეკორატიულ ჯგუფებად. თეთრი გოლიათი არის სახორცე-საბეწვე. იწონის 5–8 კილოს. აღწევს. გრძელი ტანი და ფართო მკერდი. ახასიათებს 7–8 ბაჭიის საშუალო შობადობა, ტყავს იყენებენ ბეწვის წარმოებაში. კალიფორნიული ბოცვერი მეხორცული უფროა. სამ თვემდე წონა 3,4 კგ-მდე აღწევს, ხორცის გამოსავალი 54–58%-ს შეადგენს. ვენური ცისფერი საბეწვე ჯიში რბილი ცისფერი ბეწვით. ტანი ოდნავ წაგრძელებული აქვს, ზრდასრული ცხოველის წონა 3–4 კგ-ია. დედალი იძლევა 7–8 სიცოცხლისუნარიან ბაჭიას და კარგად ეგუება კლიმატურ პირობებისა და კვების ცვალებადობას. ნაცრისფერი გოლიათი 5–7 კგ-მდე ცოცხალი მასის და 55–60%-იანი ხორცის გამოსავლით, განსაკუთრებით საინტერესოა მსხვილი მეურნეობებისთვის, სადაც ფასდება კარგი აკლიმატიზაცია და უხვრძიანობა. ახალზელანდიური თეთრი და ბელგიური გიგანტი (ფლანდრი) მაღალი მეხორცულობის და სწრაფმზარდი სახორცე ჯიშებია; საშუალოდ ეს ჯიშები 7-11 კილოს აღწევენ. შინშილა და გერმანული პეპელა პოპულარულია როგორც ხორცით, ისე ბეწვით: შინშილას ნაზი შეფერილობა და ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ახასითებს, პეპელა კი სწრაფი ზრდით, ძლიერი ფეხებითა და თეთრ-შავ ლაქებიანი ბეწვით გამოირჩევა. რექსი და ჰილა უკვე „პრემიუმ სეგმენტია“ — რექსი ფასდება მოკლე, ბზინვარე, იშვიათი სტრუქტურის ბეწვითა და გემრიელი, ნაკლებცხიმიანი ხორცით, ჰილა კი ჰიბრიდული ჯიშია, რომელსაც 70 დღეში ორი-ორნახევარ კილომდე წონა და 58–62%-იანი ხორცის გამოსავალი აქვს, რაც ინტენსიურ წარმოებაში დიდი უპირატესობაა. ფერმერმა თავისი მიზნის მიხედვით უნდა შეარჩიოს სწორი ჯიში. თუ ფიქრობთ დამატებით შემოსავალზე ან ახალი მიმართულების დაწყებაზე ფერმაში, ბოცვრის კეთილმოწყობილი ფერმა შეიძლება გახდეს თქვენი მომგებიანი და ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის საფუძველი.
