Taste Atlas-მა მსოფლიო საუკეთესო ყველის რეიტინგი გამოაქვეყნა.
Taste Atlas-ის რეიტინგში 1000-ზე მეტი სახეობის ყველია თავმოყრილი. აქედან ქართული სულგუნი 107-ე ადგილზე მოხვდა, ტენილი — 187-ზე, იმერული — 408-ზე, შებოლილი მეგრული სულგუნი — 413-ზე, დამბალხაჭო — 926-ზე.
ათეულიდან 8 იტალიური ყველია. ერთი – მექსიკური, ერთი პორტუგალიური.
საუკეთესო ყველის ათეული ასე დაკომპლექტდა:
1. Parmigiano Reggiano (იტალია)
2. Gorgonzola piccante (იტალია)
3. Burrata (იტალია)
4. Grana Padano (იტალია)
5. Oaxaca Cheese (მექსიკა)
6. Stracchino di Crescenza (იტალია)
7. Mozzarella di Bufala Campana (იტალია)
8. Queijo Serra da Estrela (პორტუგალია)
9. Pecorino Sardo (იტალია)
10. Pecorino Toscano (იტალია)