საქართველოში ორეგანო უძველესი დროიდან ცნობილია თავისი ველური ანალოგის, “თავშავას” სახელით.
ორეგანო ანუ თავშავა მრავალწლიანი, სურნელოვანი ბალახია, მდიდარი ეთერზეთებით, სეკვიტერპენებითა და C ვიტამინით, რის გამოც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ანტიბაქტერიული საშუალებაა. საქართველოს მთებში შეგროვებულ ველურ თავშავას უფრო ძლიერი, კონცენტრირებული არომატი აქვს. გემოს პროფილი თბილი, პიკანტური და ოდნავ მომწაროა. იდეალურად უხდება პიცას, პომიდვრის სოუსებს, ლაზანიას, გრილზე მომზადებულ ცხვრისა და ღორის ხორცს, ღუმელში შემწვარ ბოსტნეულს – ბადრიჯანს, ყაბაყს, ბულგარულ წიწაკას. საქართველოში კი თავშავას უძველესი ტრადიციით ამატებენ სამკურნალო ჩაიში გაციების, ხველისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
ორეგანო ერთ-ერთია იმ იშვიათ მცენარეთაგან, რომლის ხმელი ფორმაც არანაკლებ ფასეულია. გაშრობის შემდეგ მისი სურნელი უფრო ღრმა და მდიდარი ხდება, ამიტომ იდეალურია ხანგრძლივად მოსამზადებელ კერძებში.
გამოიყენე ის სალათებში, საწებლებში, მარინადებში, სახლში გამომცხვარ პურზე ან უბრალოდ ზეითუნის ზეთში შესაზავი არომატული ნარევისათვის მიეცი შენს სამზარეულოს ახალი სიცოცხლე პატარა ქილის საშუალებით, რომელიც დიდ გემოს, სითბოსა და ჯანმრთელობას იტევს. აირჩიე შენი სტილი – კლასიკური ორეგანო თუ მძლავრი ველური თავშავა – და გაანებივრე ოჯახი არომატული, ჯანსაღი კერძებით.
საქართველოს მთებში გავრცელებული ველური თავშავა, როგორც წესი, გამოირჩევა კიდევ უფრო ძლიერი, კონცენტრირებული და ოდნავ უფრო მძაფრი არომატით. მის სურნელში ერთად იგრძნობა ველური ბუნების, მთის ყვავილებისა და მიწის ნოტები, რაც მას განსაკუთრებულ ხასიათს, პიკანტურობას, ანიჭებს.
ეს მცენარე უნივერსალურია და მისი გამოყენება მრავალფეროვან კერძებშია შესაძლებელი.
- პიცა და პასტა: ორეგანოს ყველაზე კლასიკური დანიშნულება. ის შეუცვლელია პომიდვრის სოუსების, ლაზანიასა და, რა თქმა უნდა, პიცის მოსართავად;
- ხორცეული: შესანიშნავია შემწვარი ან გრილზე მომზადებული ხორცისთვის, განსაკუთრებით ცხვრისა და ღორის ხორცისთვის. მას ხშირად იყენებენ ხორცის მარინადებში;
- ბოსტნეული: ღუმელში შემწვარი ბოსტნეული – ბადრიჯანი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა და პომიდორი – ზეითუნის ზეთთან და ორეგანოსთან ერთად ნამდვილი დელიკატესია;
- ქართული გამოყენება (თავშავა): საქართველოში თავშავას, გარდა იმისა, რომ სუნელად იყენებენ ხორცეულთან, უძველესი დროიდან ხმარობენ სამკურნალო ჩაის დასამზადებლად. თავშავას ჩაი ითვლება გაციების, ხველისა და საჭმლის მონელების პრობლემების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად;
ორეგანო ერთ-ერთია იმ მცირე მცენარეთაგანი, რომლის ხმელი ვერსიაც ისეთივე ღირებულია, როგორც ახალი: ნედლს აქვს უფრო მძაფრი, ოდნავ წიწაკისებრი და პიკანტური გემო. უმჯობესია, ის კერძს მომზადების ბოლოს დაამატოთ, რათა არომატი არ დაკარგოს. ყველაზე გავრცელებული ფორმაა გამხმარი სახით. გაშრობისას ორეგანოს არომატი უფრო რბილი, ღრმა და კომპლექსური ხდება. ის იდეალურია სოუსებში, სუპებსა და სხვა ხანგრძლივად მოსამზადებელ კერძებში, რადგან თავის გემოს ნელ-ნელა და თანაბრად გასცემს.
ორეგანო ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ორეგანო, ანუ, თავშავა, მდიდარია ეთერზეთებით, კერძოდ კარვაკროლითა და თიმოლით, რომლებიც ცნობილია თავისი ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ხალხურ მედიცინაში მას იყენებდნენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას. ის ასევე K ვიტამინის კარგი წყაროა.
რა კულტურული, ეკონომიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს ველურ მცენარეებს? – გზამკვლევი მოკლედ 👇
