2023 წელს საქართველოში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი თითქმის ყველა საკვებ პროდუქტზე შემცირდა, გაიზრდა მხოლოდ ყურძნის. ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს, ის უკვე 3 წელიწადია 22%-ზე რჩება.
ციფრები აჩვენებს, რომ საქართველოში საკვები პროდუქტების დიდი ნაწილის წარმოება არ არის იმ მაჩვენებელზე, რომ მოსახლეობა მთლიანად გამოკვებოს. შესაბამისად, მარაგების შევსება იმპორტით გვიწევს. იმპორტის მაჩვენებელი, ყოველწლიურად მზარდია.
2023 წლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის შესახებ მონაცემები ასეთია:
- სიმინდი – 70% (2022 წელს 62% იყო)
- კარტოფილი – 87% (2022 წელს 101%)
- ბოსტნეული – 52% (2022 წელს – 52%)
- ყურძენი – 236% (2022 წელს – 201%)
- ფრინველის ხორცი – 32% (2022 წელს 34%)
- რძე და რძის პროდუქტები – 75% (2022 წელს – 77%)
- კვერცხი – 93% (2022 წელს 96%)
- ხორბალი – 22% (2022 წელს 22%)
ხორცი – 47% (წინა წელს – 50%)
- მრპ-ს(მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის) ხორცი – 74% (2022 წელს 83%)
- ღორის ხორცი – 46% (2022 წელს 47%)
- ცხვრის და თხის ხორცი – 100% (2022 წელს 103%)