ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, ივნისი ზედიზედ მე-13 ცხელი თვეა დედამიწაზე, რომლის წლიური ლიმიტიც 1,5 გრადუსით მეტია.
„კოპერნიკის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისი გახდა ყველაზე ცხელი ივნისის თვე დედამიწის არსებობის მანძილზე.
1,5 გრადუსი საკმაოდ მნიშვნელოვანი ზღვარია, რადგან ის დათბობის ნიშანია და მის შესახებ პარიზის კლიმატურ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ 2015 წელს ისაუბრეს.
მეცნიერების მტკიცებით, რეკორდული სიცხის თითქმის ორ-წლიანი პროცესი შესაძლოა, მალე დასრულდეს, მაგრამ კლიმატური ქაოსი, რომელიც მას თან სდევს, დიდხანს შენარჩუნდება, შესაბამისად, კლიმატის ცვლილების სირთულეები, რა ამ პერიოდის ცვლილებას სდევდა თან, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ჩვენ არაერთხელ ვნახეთ კლიმატური ცვლილების დამანგრეველი შედეგები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში – წყალდიდობები, ქარიშხლები, გაუდაბნოება და სითბური ტალღები. „კოპერნიკის“ მონაცემებით, ივნისის სიცხემ განსაკუთრებით თურქეთი, აღმოსავლეთ კანადა, სამხრეთ ამერიკა, მექსიკა, ბრზილია, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და სამხრეთ ანტარქტიდა დააზარალა. გასულ თვეში პაკისტანში სითბური დარტყმის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში. ტემპერატურამ იქ 47 გრადუსს მიაღწია.
კლიმატოლოგ ზიკ ჰაუსფატერის პროგნოზით, ალბათობა იმისა, რომ წლევანდელი ზაფხული შარშანდელზე ცხელი იყოს, 95%-ია.
„მდიდრებისთვისეს საკმაოდ ძვირადღირებული დისკომფორტია, ხოლო ღარიბებისთვის – განსაცდელი“ – ამბობს კლიმატოლოგი ტეხასის უნივერსიტეტიდან.
„ჩვენი სამყარო კრიზისშია. მაშინაც კი თუ ამ კრიზისს ვერ გრძნობთ, ყოველი ტემპერატურული რეკორდი ნიშნავს, რომ ის კარგს არაფერს მოგიტანთ თქვენ ან თქვენს ახლობლებს“ – ამბობს ვისკონტის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი ანდრეა დატონი.