კოლხთა მთავარ საქმიანობას თევზჭერა წარმოადგენდა. არგონავტებს, ოქროსთან ერთად, ხე-ტყე, თაფლი, თევზიც გაჰქონდათ. გემოთი და ცხიმოვნებით გამორჩეული ზუთხი ხმელთაშუა ზღვაში არ მოიპოვებოდა, – ეს ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტესა და გეორაფის, სტრაბონის, სიტყვებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ოდითგანვე რესურსებით უმდიდრესი შავი ზღვა ჩვენი საარსებო მთავარი წყარო იყო და ჩვენი წინაპრები ამას ძალიან გონივრულად იყენებდნენ. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართველი ბევრად დაუდევარი აღმოჩნდა. გარემოსდამცველები დიდი ხანია ამბობენ, რომ ზღვის რესურსს ქვეყანა ვერ იყენებს, რის გამოც კარგავს შემოსავალს და, რაც კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, ვკარგავთ მომავალში გამოყენების შესაძლებლობასაც, რადგან დაუდევარი, უსისტემო მშენებლობა გვინადგურებს რესურსებს.
რამდენად სწორად ვმართავთ სანაპიროებს და როგორც ვიყენებთ შავი ზღვის რესურსს? – “აგრო სიახლეებმა” ამ კითხვით სპეციალისტებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ სივრცითი განვითარების გეგმები ქვეყანაში ახლაღა მზადდება, თუმცა, სპეციალისტების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რას იგეგმება ზღვასთან და მის ნაპირთან დაკავშირებით. მსოფლიო პრაქტიკაში ამისთვის მოქმედებს სანაპიროს ინტეგრირებული მართვა, რომლის კანონპროექტი შემუშავებულია და თაროზე დევს. სწორედ ამ კანონმა უნდა მოაწესრიგოს საზღვაო ნაპირის განაშენიანების საკითხები. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ამ რესურსს ვერ იყენებს, შესაბამისი ატრიბუტებიც არ გვაქვს ეკონომიკურ წყლებში საქმიანობისთვის, არ გვაქვს თევზჭერის ფლოტი, არც ფლოტილია, არც სამხედრო ფლოტი, არც ადმირალი. საქართველოს საზღვაო აკვადორიაში თევზჭერის ლიცენზიები ძირითადად თურქებზეა გაცემული.
სანაპიროს მართვის ექსპერტიც, მამუკა გვილავაც, პირველი რიგის აუცილებლობად მიიჩნევს სანაპიროს მართვის კანონმდებლობის შემუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში,დარწმუნებულია, რომ გამოუსწორებელი შეცდომები გვაქვს გარანტირებული. მისივე ინფორმაციით, სანაპიროების მართვაში საქართველოს არაერთი დონორი დაეხმარა. მიზანი იყო და რჩება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესების ინტეგრირება და ჰარმოზიება. ზოგიერთი დონორის დაფინანსებით მომზადებული დოკუმენტები თაროზეა შემოდებული, ზოგს კი, როგორც მამუკა გვილავა გვეუბნება, შუა მუშაობაში შეუჩერეს კონტრაქტი ისე, რომ საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რა დავიწუნეთ, რა არ მოგვეწონა, რა ვერ გაგვიკეთეს დონორებმა სათანადოდ?
როგორც „საქართველოს მწვანეები–დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე იხსნებს, იყო არაერთი დაპირება, შემუშავდებოდა მასტიმულირებელი პროექტები, რომლითაც საქართველო ზღვაში არსებულ თავისსავე რესურსს თავადვე აითვისებდა, თუმცა, უშედეგოდ. ფოთში თევზის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც, ჩხობაძის თქმით, გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს, ძირითადად უცხო ქვეყნის გემებით მოპოვებულ ნედლეულს ამუშავებს. ადგილობრივები მხოლოდ მცირე გემებითა დ კატერებით მუშაობენ.
შავი ზღვის ქართული ნაწილი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ზონად ითვლება, თუმცა, გარემოსდამცველების შეფასებით, სწორედ ჩვენი სუსტი პოლიტიკისა და მენეჯმენტის ბრალია ამ სიკეთით დღეს თურქები უფრო სარგებლობენ, ვიდრე ადგილობრივები. ქაფშიას, რომლითაც საქართველო მდიდარია, შიდაბაზარზე ცოტას შეხვდებით, უფრო იმპორტირებული გაყინული თევზი დომინირებს, ანუ ამ რესურსს ვერ ვიყენებთ, ასევე ვერა და ვერ მოვაწყვეთ მიდიების ფერმერბი, რომელიც მთელ მსოფლიოში მაღალშემოსავლიანია და ჩვენთვისაც სარგებლის მომტანი იქნებოდა, რადგან ჩვენი ზონა ამითაც მდიდარია. მოკლედ, სპეციალისტების შეფასებით, შავი ზღვა თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების რეწვის მხრივ, მინიმალურადაა ათვისებული. კოლხური ზუთხის აღდგენის კონკრეტული სტრატეგიაც არ ჩანს.
ჩვენს წყლებში ორი გვარის 7 სახეობა გვხვდება: სვია (Huso huso), ფორეჯი, კოლხური, ატლანტიკური, ტარაღანა, რუსული და სპარსული ზუთხი. საქართველოში დღეს ზუთხის რეწვა მკაცრად რეგულირდება ან სრულად აკრძალულია.
თურქი მკვლევარების მონაცემებით 2011 წლის დასაწყისისათვის აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის, უკრაინის და თურქეთის ფლოტის მიერ 30 სეინერით მოპოვებულია 50 ათ ტ ქაფშია, სხვა ინფორმაცია ჭერის შესახებ არ არსებობს.
საქართველოს სანაპიროზე ქაფშიის მარაგის რამოდენიმეჯერ შემცირებული, მაგრამ საკმარისი ოდენობა აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სეზონებზე მარაგის შესწავლა არ მომხდარა, ექსპერტული ხასიათის პროგნოზი 2015/16 წლების სეზონზე 60 ათ ტ ქაფშიის მოპოვების გარანტიას იძლევა.
რაც შეეხება, ნაპირების მართვას, თუ როგორი არათანმიმდევრულები ვართ სანაპიროსა და ზღვის რესურსის მარვაში, რის გამოც მილიონებსაც ვზარალობთ და ახალ საფრთხეებსაც ვუჩენთ საკუთარ თავს, ამის ახსნას მამუკა გვილავა ანაკლიის მაგალითზე ცდილობს.
ანაკლიის მსგავსი შეცდომები იკვეთება გონიოშიც. სპეციალისტების აზრით, ერთსა და იმავე ადგილას (ჭოროხის მარცხენა ნაპირზე) დაუშვებელია უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიები, ზურმუხტის დელტა და ტურისტული ცენტრი. მამუკა გვილავას აზრით, როცა ჯერ სანაპიროს სივრცითი განვითარების სტრატეგიაც კი არ გაქვს, ვიდრე ამგვარ ვეებერთელა მშენებლობას დავიწყებთ, გონივრულობა მოითხოვს ჩარჩოები დადგინდეს და იმ ჩარჩოებში გაიცეს უფლება სხვადასხვა აქტივობისთვის.
ნინო ჩხობაძის აზრით, არასწორია ისიც, რომ ზღვაში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად ჭოროხის დელტადან აპირებენ ქვიშა-ხრეშის გატანას. გარემოსდამცველი ხაზს უსვამს, რომ ზოგადად შავ ზღვაზე ტურიზმის განვითარება თუ გვინდა, მონიტორინგის ძლიერი სისტემები გვჭირდება და მოსახლეობის ხშირი ინფორმირებაა საჭირო.
გარემოსდაცვითი ექსპერტული საზოგადოებისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არსებობაც გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია. მათთვის საეჭვოა ყულევის ნავთობგადამამუსავებელი ქარხნის არსებობაც იმ პროგნოზის ფონზე, რომ ზღვის დონე მინიმუმ 1 მეტრით აიწევს.
სპეციალისბი ხაზს უსვამენ, რომ ერთიანი სისტემური მიდგომა ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული, რომელიც ყველა ქალაქისა თუ რეგიონის განვითარების გეგმებში ინტეგრირდებოდა. კლიმატთან ადაპტაციისა და სანაპიროების მართვის საკითხები კი სრულიად უგულებელყოფილი ან. უკეთეს შემთხვევაში. მათივე თქმით, მიზერულადაა გათვალისწეინებული. შედეგად, უფრო მეტად ვკარგავთ პლაჟებს, ვიდრე ვიძენთ. ქვიშიან პლაჟებს არ ვუფრთხილდებით, მოვშალეთ ზღვასა და ხმელეთს შორის ბუნებრივად წარმოქმნილი ზონები, არ ვითვალსიწინებთ იმას, რომ ზღვის დონე მომატებულია, გახშირებულია შტორმები. ზღვისპირა ქალაქებში არსად სადრენაჟე სისტემები გამართული არაა.
…და ბოლოს… შავი ზღვა საქათველოს ევროპული განზომილებაა. რეალური ევროპული ეკონომიკური ზღვა საქართველოზე გადის. გარემოს დამცველების თქმით, ზღვის აღვისება ჯერ საქართველოს არც კი დაუწყია. ისიც კი არ ვიცით სივრცითი განვითარება ზღვასაც შეეხება თუ არა? არადა, საქართველო სწორედ შავი ზღვით არის ანგარიშგასაწევი ქვეყანა. უფრო მეტიც, მამუკა გვილავა დარწმუნებულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც კი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად ვმართავთ ნაპირებს და გამოვიყენებთ შავი ზღვის რესურსს. ამიტომ, მისი აზრით, ყველაფრის გადადება ღირს თუ შევიმუშავებთ სანაპიროს ინტეგრირებული მართვის კანონმდებლობას.
განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ზღვისპირეთის ქვეყნებს შორის შავი ზღვის ეკოლოგიური ფონდის შექმნის შეღავათს გვაძლევს, პროექტი შემუშავდა ჯერ კიდევ ინსტიტუტის არსებობის პირობებში. ფონდის ფუნქციონირებას სარგებლობის მოტანა შეუძლია ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობისათვის.
მსგავსი თემებბი:👇
