საქართველო შესაძლოა თაფლის ბაზარზე ახალი ეტაპის წინაშე აღმოჩნდეს — განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ერთიანი ბრენდით გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.
ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველო, მეზობელი ქვეყნები და თურქეთი თაფლს ერთიანი სახელითა და სტანდარტით შესთავაზებენ გლობალურ მომხმარებელს. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ეს გაზრდის პროდუქციის ცნობადობას, გაამარტივებს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობას და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ცალკეული ქვეყნების წარმოების მოცულობა ხშირად არ არის საკმარისი დიდი კონტრაქტების შესასრულებლად.
თუმცა პარალელურად დარგი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას — კლიმატი.
მეფუტკრეების თქმით, 2026 წელს გახანგრძლივებულმა ცივმა გაზაფხულმა უკვე იმოქმედა წარმოებაზე: ყვავილობა დაგვიანდა, ნექტრის გამოყოფა შემცირდა და ფუტკრის ოჯახების განვითარება შეფერხდა.
შედეგად, მოსალოდნელია თაფლის მოსავლის შემცირება და წარმოების ხარჯების ზრდა.
ეკონომიკური ანალიზიც აჩვენებს, რომ საქართველო დღეს ბაზარზე მცირე მოცულობით, მაგრამ შედარებით მაღალი ფასით პოზიციონირდება. ეს ნიშნავს, რომ ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტი უკვე არსებობს, თუმცა მასშტაბირება და სტაბილური მიწოდება კვლავ გამოწვევად რჩება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ერთიანი ბრენდის შექმნა შეიძლება გახდეს შესაძლებლობა — მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად დარგი შეძლებს კლიმატურ რისკებთან ადაპტაციას, წარმოების ზრდას და ხარისხის ერთიანი სტანდარტების დაცვას.
საბოლოოდ, თაფლის ერთიანი ბრენდი არის არა მხოლოდ მარკეტინგული ნაბიჯი, არამედ ტესტი — რამდენად მზად არის რეგიონი, მათ შორის საქართველო, ერთიანად უპასუხოს როგორც ბაზრის მოთხოვნებს, ისე კლიმატის გამოწვევებს.
ფუტკარი საუკეთესო სინოპტიკოსია – აბსოლუტური სიზუსტით წინასწარ გრძნობს ამინდის ცვლილებას და მისი პროდუქტიულობა, დიდწილად, სწორედ კლიმატზეა დამოკიდებული. რა პრობლემებს უქმნის კლიმატის ცვლილება ფუტკრის ოჯახს და რა უნდა გააკეთოს მეფუტკრემ პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად? რა აუცილებელი ღონისძიებებია გასატარებელი კლიმატგონივრულ საფუტკრეში? სად და რა ეტაპზე სჭირდება მიხმარება ადაპტაციისთვის ქართული ჯიშის მთის რუხ ფუტკარს, რომელიც მაღალი იმუნური თვისებების გამო ადვილად მოერგო შეცვლილ პირობებს – ქართველი მეფუტკრეების გამოწვევები
ფუტკრის პოპულაცია მთელ მსოფლიოში მცირდება. ერთ-ერთი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. ემუქრება თუ არა საფრთხე მთის რუხ ფუტკარს, რომელიც მსოფლიო ჯიშთა შორის გენეტიკური თუ საწარმოო უნარებით გამორჩეული და უნიკალურია? როგორია ფუტკრის როლი აგრარულ ბიომრავალფეროვნებაში?
სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ორენოვანი რუკა და ვებგვერდი შეიქმნა. რამდენად მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნებაა კავკასიაში და რა რისკია მისთვის კლიმატის ცვლილება? როგორია ბიომრავალფეროვნების დაცვის ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა?