Skip to content Skip to footer

საქართველოს ზღვისპირეთში მაზუთით დასვრილი ფრინველების პოვნის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა

“ბოლო დღეებში – საქართველოს ზღვისპირეთში (გონიო, ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, ფოთი, ანაკლია) მაზუთით დასვრილი ფრინველების პოვნის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა,” – ამის შესახებ ბიოლოგი, იქთიოლოგი, შავი ზღვის მკვლევარი არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში “> წერს ბიოლოგი სოციალურ ქსელში.

პოსტის ქვეშ ერთ-ერთი გარემოსდამცველი, უფრო კონკრეტულად, ცხოველთა უფლებების დამცველი საინტერესო კომენტარს წერს. მისი ინფორმაციით, ბათუმსა და მახინჯაურში მაზუტში ამოსვრილი ფრინველები ვეტერინართან მიყვანამდე დაიღუპა. ნატალი დაიატლოვას ცნობით, მაზუთით დასვრილი ფრინველები დახოცილებიც იპოვეს.

“აგრო სიახლეები” მეტი დეტალისთვის არჩილ გუჩმანიძეს დაუკავშირდა. რა საფრთხეა მაზუთიანი ფრინველების საქართველოში გამოჩენა, მოუსმინეთ ბილოგს.

არჩილ გუჩმანიძე სახელმწიფოს არასრულყოფილ მონიტორინგსა და საკითხისადმი ინერტულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ბიოლოგი ამბობს, რომ სამინისტრომ მოსახლეობის ოპერატიული ინფორმირება უნდა მოახდინოს და აუხსნას რას გეგმავენ ეკოლოგიური თუ სასურსათო უსაფრთხოებისთვის.

“აგრო სიახლეები” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ნატა სულუაშვილი უარყოფს ბრალდებას, რომ საზღვაო მონიტორინგი არასათანადოდ ხდება. მისი მტკიცებით, სააგენტო სტანდარტულად 12 წერტილზე ამონიტორინგებს ვითარებას. ამ ეტაპამდე მონაცემები ყველგან ნორმის ფარგლებშია. ნატა სულუაშვილი არც იმ კრიტიკას იზიარებს, რომ სამინისტრო ინერტულია და ამგვარ ფაქტებზე არ რეაგირებს და ამბობს, რომ ბოლო შემთხვევებზე შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ. როგორც კი რამე ინფორმაცია სააგენტოს ხელთ ექნება, საზოგადოებას ოპერატიულად მიაწვდიან. მისივე მტკიცებით, საგანგაშო ამ ეტაპზე არაფერია, სიტუაცია კონტროლქვეშაა, თუმცა, კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს, თუმცა, თუ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა, რაზე დაყრდნობით ამტკიცებს ასე თამამად, რომ საფრთხე არ არსებობს, მაინც გაუგებარი რჩება ისევე, როგორც ღიად დაგვრჩა კითხვა, თუ მუდმივი მონიტორინგი მიდის, საკითხის მხოლოდ ახლა რატომ სწავლობენ და არა მანამდე, სანამ არჩილ გუჩმანიძე გაავრცელებდა ამ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, ყოველწლიურად მსოფლიოში 500 000-ზე მეტი ფრინველი იღუპება ნავთობის ზღვაში დაღვრის გამო. ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან გადაშენების პირას მყოფი გადამფრენი ფრინველები არიან, რომლებიც მეტწილად ან სრულად დამოკიდებულნი არიან ზღვიდან მოპოვებულ საკვებზე, ასევე ისინიც, რომლებიც ცხოვრობენ ნაპირის გასწვრივ ან მის მახლობლად, როგორიცაა ქვიშაპი, ყანჩა, თოლიები და სხვები. ასეთი ფრინველები ნავთობით დაბინძირებულ საკვებს მიირთმევენ, იწამლებიან და იღუპებიან.

როდესაც ფრინველები ზეთს როგორც გარეგანად ისე შინაგანად საკვებით იღებენ, მათი გარე ბუმბული ერთმანეთს ეწებება და წყალგამძლე ვეღარაა, ასე წყალი აღწევს ფრინველის ბუმბულის შიდა შრეში და კარგავს საიზოლაციო ფუნქციას, ანუ ამ გზით ისინი ხდებიან ჰიპოთერმული და კვდებიან, – ზოგი იძირება და დაიხრჩობა, ზოგი ნავთობით დაბინძურებული საკვებით იწამლება და კვდება. ასეთი დაუძლურებული ფრინველები თუ ნაპირს აღწევს, მტაცებლებისთვის ავილად მოსაპოვებელი მსხვერპლია, რადგან მათ ფრენა აღარ შეუძლიათ

ფრინველის გადარჩენა შესაძლებელია, თუ მას დავიჭერთ და ნავთობპროდუქტს ჩამოვბანთ დროულად მანამ, სანამ ეს ნივთიერება შეაღწევს კანში და მოწამლავს ფრინველს.

სამაშველო ცენტრებში გადაყვანილი ფრინველები არიან შეშინებულნი, გაციებულნი, გამხდარნი, დეჰიდრატირებულნი, დაღლილნი. პირველ რიგში, ფრინველის თვალებს, ცხვირს ასუფთავებენ სპეციალური სავლებით, შემდეგ ყელს, აძლევენ დიდი ოდენობით სითხეს დეჰიდრატაციისთვის და საბოლოოდ ბანენ სპეციალური სითხით.

მეტი ინფორმაცია და ფრინველთა გადარჩენის ვიდეო ფრინველთა გადარჩენის საერთაშორისო კვლევის ცენტრში http://intbirdrescue.blogspot.com/

გვახსოვდეს, ოკეანეებსა და ზღვებში ქიმიური ნოვთიერების ჩაღვრა არღვევს ეკოსისტემის ბუნებრივ ჯაჭვს, კერძოდ, ირღვევა კვებითი ჯაჭვი, რაც საბოლოოდ ანადგურებს ეკოლოგიური სისტემის დიდ ნაწილს.

P.S. სტატიის მთავარი ფოტო აღებულია ინტერნეტიდან და არ ასახავს ამჟამინდელ ფაქტს.

დჰდჰდ