Skip to content Skip to footer

საქართველოში საძოვრები კრიტიკულ ზღვრამდეა დეგრადირებული – რა უნდა გაკეთდეს აღდენისთვის

საძოვრების დეგრადაცია არის მოვლენა, როცა საძოვარზე ბალახის საფარველი ნადგურდება იმაზე უფრო ინტენსიურად და მაღალი სიჩქარით, ვიდრე საძოვარს შეუძლია თვითაღდგენა.

ექსპერტების შეფასებით, დღეს საქართველოში საძოვრები კრიტიკულ ზღვრამდეა დეგრადირებული.

როგორც „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) პროექტის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე გვეუბნება, გადაძოვებული საძოვრების აღდგენისთვის აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია: დატვირთვიანობის ნორმების განსაზღვრა, მდგარდი მართვა, როტაციული ანუ მონაცვლეობითი ძოვება, ბალახსაფარველის გამრავალფეროვნება, აღდგენა.

“ყველაზე მეტად მეცხოველეობის სექტორი სარგებლობს ამ რესურსით. მესაქონლეობისთვის და მეცხვარეობისთვის ესაა იაფი კვებითი რესურსი, რომლის ხელიდან გაშვება ყველა მეურისთვის არაგონივრულია. ამიტომაც, უპირველესად, სწორედ ფერმერების ინტერესშია საძოვრების შენარჩუნება და აღდგენა. დღეს საძოვარი ცხოველს ძოვების სეზონზეც კი ვერ უზრუნველყოფს კვებითი ღირებულებებით. პრობლემა განსაკუთრებით გაამწვავა კლიმატის ცვლილებამ, რადგან გახშირებულია გვალვა, მიწის ეროზიები. ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ სარეველებით სავსე საძოვარს. რაც შეეხება, აგროქიმიკატების გამოყენებას, ის ნაკლებად მოიაზრება საძოვრების აღდგენის ღონისძიებებში. საკმაოდ ძვირიანი და კაპიტალტევადია შეთესვითი სამუშაოებიც. ის მხოლოდ გაკულტურებულ საძოვარზე შეიძლება გაკეთდეს. ბუნებრივ სავარგულებზე ჩვენი მისია არის ის, რომ სწორი ძოვებით მიღწეულ იქნას ბალახის აღდგენის პერიოდები. ეს არ ნიშნავს საძოვარზე ცხოველების შემცირებას, პირიქით, სწორი მიდგომით, შერჩევითი ძოვებით, ერთ საძოვარზე შესაძოლოა მეტი ცხოველიც კი გამოიკვებოს, ვიდრე ქაოსური ძოვების შემთხვევაში. უფრო მეტიც, მონაცვლეობითი ძოვებით, შესაძლოა, საძოვარზე სულადობის გაორმაგებაც კი,” – ამბობს “აგროგარემო TV-ის” გადაცემა “აგრო სიახლეებში” ბელა გელაშვილთან „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) პროექტის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე.

ცნობისთვის, აქამდე საძოვრებს კანონი არ არეგულირებდა. შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფცია, რომელიც ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებებს ეყრდნობა. კერძოდ, გათვალისწინებულია გერმანიისა და საფრანგეთ სმაღალი მთის ალპური საძოვრების გამოყენების მიდგომები.

სრული გადაცემა ნახეთ აქ