Skip to content Skip to footer

საქართველო რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის საუკეთესო სავაჭრო პარტნიორად დასახელდა

EastFruit– მა რეგიონში ყველაზე ცუდი სავაჭრო პარტნიორები დაასახელა.

ქვეყნებს შორის ყველაზე უარეს სავაჭრო პარტნიორად რუსეთი, ყველაზე სანდოდ კი – საქართველო დასახელდა.

კვლევაში მონაწილეობდ საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვეთი, რუსეთი, ბელორუსი, თურქეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.

საქართველო, შესაძლებელია, რეგიონში საუკეთესო პარტნიორად ჩაითვალოს. თითქმის სრული სავაჭრო ლიბერალიზაციით, დაბალი ტარიფებით, საგადასახადო ბარიერების  არარსებობით, თავისუფალი იმპორტით, ექსპორტითა და კორუფციის დაბალი მაჩვენებლით ეს ქვეყანა, შიდა ბაზრის მცირე მოცულობის მიუხედავად, არაჩვეულებივი სავაჭრო არტნიორია.

პროდუქტით ვაჭრობაზე შეზღუდვების გაზრდილ მაჩვენებლებს შორის უმრავლესობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

სხვა ქვეყნებისგან დიდი სხვაობით, რუსეთი ქვეყნებს შორის ხილისა და ბოსტნეულის ყველაზე უარეს სავაჭრო პარტნიორად დასახელდა. ეს სულაც არ იყო გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რეგიონში თითქმის არ არის დარჩენილი ქვეყანა, რომლისთვისაც ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე რუსეთმა ემბარგო ერთხელ მაინც არ დააწესა. მათ შორის კი, უმრავლესობა პოლიტიკური მოტივით იყო გამოწვეული. მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში რეგიონში სურსათის მარაგზე აკრძალვა ორ ქვეყანას, სომხეთსა და მოლდოვეთს შეეხო.

გარდა ამისა, რუსეთი საკმაოდ მაღალი საბაჟო გადასახადითა და საბაჟო მომსახურებებზე კორუფციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

პოლონეთში კორუფციის მაღალი დონე და ევროკავშირის კანონების დარღევის მაღალი სიხშირე გამოიკვეთა. ქვეყანა მიზეზების ახსნის გარეშე განუწყვეტლივ კრძალავს ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს უკრაინიდან მიუხედავად იმისა, რომ მას ამის კანონიერი უფლება ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპის მიხედვით არ აქვს.  გარდა ამისა, პოლონეთი ამჟამად აქტიურად ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან უკანონოდ ბლოკავს გამშვებ პუნქტებს უკრაინის საზღვართან, რასაც უკრაინისთვის უდიდესი ეკონომიკური ზარალი უკვე მოტანილი აქვს.  

თურქეთი სიაში საკუთარი შიდა ბაზრის მაღალი დაცვის გამო მოხვდა. იმპორტის გარდა, თურქეთი ზღუდავს ექსპორტსაც.

ტაჯიკეთში მთავარი პრობლემა საბაჟოზე გავრცელებული კორუფცია  და ექსპორტის აკრძალვაა. მდგომარეობა ოდნავ უკეთესია ბელორუსში, თუმცა, საერთო ჯამში, პრობლემები მეტ-ნაკლებად ერთი და იგივეა. შესაბამისად, ამ ქვენებთან ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობა არასანდოა.

თანმიმდევრობაში მეექვსე ადგილი უზბეკეთს ერგო. აღსანიშნავია მუდმივი გაუმჯობსების პროცესი ბოლო 5 წლის მანძილზე, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს მუდმივად გახსნას ახალი ბაზრები და მიიღოს მარაგის ახალი წყაროები. საერთო სურათს ამ ქვეყანაში პერიოდული საექსპორტო აკრძალვები აზიანებს.

სიაში ევროკავშირის კიდევ ორი ქვეყანა – უნგრეთი და სლოვაკეთია. ორივე ამ ქვეყანამ რეპუტაცია უკრაინიდან იმპორტის აკრძალვით შეილახა.

მეცხრე ადგილი რუმინეთმა დაიკავა. ამ ქვეყანას ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, რაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებს – მაღალი ტარიფი საკუთარ ბაზარზე.

მეათე ადგილზე უკრაინა აღმოჩნდა. ქვეყანაში მთავარი პრობლემა საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული კორუფცია და გაჭიანურებული პროცედურებია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში, ამ საქმეს ქვეყანა თავს ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე უკეთ ართმევს. მიუხედავად ვაჭრობის უკანონო შეზღუდვისა პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის მხრიდან, უკრაინამ არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები ამ ქვეყნებთან და მკაცრად მიჰყვება საერთაშორისო შეთანხმებას. უკრაინაში იმპორტის ტარიფი მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალია.

მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება მოლდოვეთში. ხელოვნური შეზღუდვების  რიცხვი მცირდება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში იგივე პრობლემებია, რაც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში – კორუფცია საბაჟოზე.