Skip to content Skip to footer

სკინტლის და რძის სკანდალი გრძელდება – საქმეს თბილსის სააპელაციო სასამართლო განიხილავს

„ჩირინამ“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც. „ყვარლის ბაგა“ „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

სააპელაციო სასამართლომ 4 ივნისს მხარეებს მოუსმინა. შემდეგი პროცესი 18 ივნისს 16:00 საათზე ჩაინიშნა.

სასამართლო პროცესს “აგრო სიახლეები” დაესწრო და საინტერესო ამონარიდებს სხდომიდან ჩვენს სოცქსელში პერმანენტულად შემოგთავაზებთ.

სხდომის დაწყებამდეც და დასრულების შემდეგაც “აგრო სიახლეებმა” მხარეტა ადვოკატებთან გასაუბრება სცადა. “ჩირინას” მხარე მედიასთან ღიაა და კითხვებზე გვიპასუხეს. “ყვარლის ბაგის” წარმომადგენლებისგან კი გასაუბრებაზე კატეგორიული უარი მივიღეთ.

„ეს შემთხვევა, რომელსაც ახლა ჩვენ ვიხილავთ, არ მგონია საინვესტიციო გარემოზე დადებითად აისახოს, რადგან ამ უსამართლო გადაწყვეტილებას ყველა ინვესტორი უყურებს. მათ შორის ჩვენს კომპანიას თუ ავიღებთ, ჩვენ ინვესტიციების გაზრდის გეგმა გვქონდა, მაგრამ დავფიქრდით და შეიძლება არ განვახორციელოთ, იქიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სააპელაციო სასამართლო. ჩვენ რომ გვქონდეს მონაცემები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ, ან მორალური ვალდებულება გვაქვს და ჩვენ იმ კომპანიას ვურჩიეთ ეს ნაკელი საჭმელად გამოეყენბინა, მე თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი და ეს სასამართლოები არ იქნებოდა. ასეთი სასამართლოების ჩატარება საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად მოქმედებს“, – განაცხადა „ჩირინას“ დამფუძნებელმა “აგრო სიახლეების” კითხვის პასუხად.

რევაზ ვაშაკიძის ადვოკატი გიორგი გეწაძე კი ამბობს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოსთან ერთად, საშიში პრეცედენტიცაა.

„მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არამხოლოდ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არამედ ის საშიში პრეცედენტია, რომლითაც ნებისმიერ ბიზნესოპერატორს შარი მოსდოს სხვას ისე რომ არაფერი ჰქონდეს დარღვეული და სასამართლოს მეშვეობით გამოსძალოს თანხა“, – განაცხადა გიორგი გეწაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა, რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის ნაკელით კვება დაუწყეს, თუმცა, ბიზნესმენი ამბობს იმასაც, რომ ფერმის ზოგიერთი ცხოველი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს. პაპაშვილი ამტკიცებს, რომ „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა ვეტ.პრეპარატი ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც საქართველოში არ არის აკრძალული და “ყვარლის ბაგა” თავადაც იყენებს ცხოველების სამკურნალოდ.

„ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ აქვს დარღვეული “ყვარლის ბაგასთან” დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, უფრო მეტიც, ვაშაკიძის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ არც მოქმედი კანონმდებლობა აქვს დარღვეული “ჩირინას”.

შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, ,,სანტემ“ აღმოაჩინა 2018 წელს.