გურიაში იწყება პროექტი, რომლის მიზანი სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება და მდგრადი გარემოსდაცვითი რესურსების განვითარების ხელშეწყობაა. განმახორციელებელ ორგანიზაციებს საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვთ. პროექტი ითვალისწინებს სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობების ზრდას და მათი ეკონომიკური უსაფრთხოების გაუმჯობესებას. გათვალისიწნებულია კლიმატგონივრული და გარემოსდაცვით საკითხებზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცოდნის დანერგვა-გავრცელებასაც სოფლად მცხოვრები ქალების ჩართულობით. ვის ეკუთვნის ეს კარგი წამოწყება, ვინ აფინანსებს და როგორ შეგიძლიათ მასში ჩართვა – ამ ყველაფერს გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან.