Skip to content Skip to footer

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში

28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ “ექსპოჯორჯია”-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.

გამოფენა თავს მოუყრის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ლიდერებს. მიზანია წარმოჩინდე სფეროს შესაძლებლობები და ადგილობრივ კომპანიები, ჩაერთონ ეკონომიკური წინსვლის პროცესში.

წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან.

მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ პროდუქტი და მომსახურება,  დაუკავშირდნენ მიზნობრივ ჯგუფებს,  ინდუსტრიის პროფესიონალებს და პოტენციურ შემსყიდველებს.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას, მათ შორის:

  • თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
  • ინოვაციური სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები
  • ეფექტური სარწყავი სისტემები
  • სარგავი და სათესლე მასალები
  • უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები
  • კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია

გამოფენის პარალელურად, 28 ნოემბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ექსპოჯორჯიას ტერიტორიაზე გაიმართება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც დარგის აქტუალური საკითხები განიხილება.

გამოგენას “აგრო სიახლეებიც” დაესწრება და დეტალებს პირდაპირ მოვლენის ადგილიდან გაგაცნობთ.