სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო.
შესაბამის განკარგულებაზე ხელი უკვე მოაწერა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 9 062 000 ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, ყველაზე ცოტა კი თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის 193 ათასი ლარია გამოყოფილი.
„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877 000 ლარი“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
მუნიციპალიტეტების მიხედვით თანხა ასეა გადანაწილებული:
4 420 000 ლარი გამოეყოფა ყვარლის მუნიციპალიტეტს,
9 062 000 – ოზურგეთის,
3 458 000 – მარტვილის,
2 180 000 – სიღნაღის,
940 000 – ყაზბეგის,
990 000 – ზესტაფონის,
583 000 – ცაგერის,
3 883 000 – გურჯაანის,
5 855 000 – ჩხოროწყუს,
6 366 000 – ჩხატაურის,
4 027 000 – თელავის,
1 872 000 – ლაგოდეხის,
193 000 – თიანეთის,
3 986 000 – ქალაქ ქუთაისის,
5 738 000 – ჭიათურის,
4 601 000 – ონის,
2 059 000 – საგარეჯოს,
1 750 000 – ტყიბულის,
3 170 000 – ზუგდიდის,
195 000 – ხაშურის,
830 000 ლარი – კასპის,
700 000 – ბოლნისის,
380 000 – ადიგენის,
1 185 000 – ახალციხის,
500 000 – ასპინძის,
1 110 000 – საჩხერის,
444 000 – ბორჯომის,
3 130 000 – წალენჯიხის,
2 160 000 – ლენტეხის,
4 480 000 – ბაღდათის,
2 705 000 – ვანის,
545 000 – წყალტუბოს,
625 000 – ხარაგაულის,
1 105 000 – თერჯოლის,
1 785 000 – სამტრედიის,
130 000 – ხონის,
705 000 – ხობის,
2 475 000 – მცხეთის,
3 920 000 – სენაკის,
1 440 000 – აბაშის,
284 000 – მესტიის,
2 500 000 – ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს.
ქარელის მუნიციპალიტეტი 200 000 ლარი.
რამდენად მაღალია რეგიონებში საზოგადოების მგრძნობელობა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ? შედეგიანია თუ არა ადგილობრივი აქტივიზმი? როგორია მათი გაზიარების ინტენსივობა გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ? უსმენს თუ არა ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას? – შავი ზღვის ზოლის დაცვის აუცილებლობაზე გარემოსდამცველების რეკომენდაციები “აგრო სიახლეებში”