Skip to content Skip to footer

ტელეკომპანია CNN-მა ქართული ღვინის 8 000-წლიანი ისტორიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ტელეკომპანია CNN-ის ოფიციალურ გვერდზე სტატია სათაურით „ქართული ღვინის ისტორია- 8000 წლიანი უწყვეტი რთველი“ გამოქვეყნდა

„საქართველო ამაყად ატარებს ღვინის სამშობლოს ტიტულს” – ასე იწყებს CNN  ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ თხრობას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ღვინის დაყენების 8 000 წლიანი ისტორია სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო.

„ვაზის გაშენებისთვის ხელსაყრელი, ზომიერი კლიმატით დაჯილდოებული საქართველოს ლანდშაფტი 525-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიშის სამშობლო გახდა. სახელგანთქმული ალაზნის ველი კავკასიონის მთების ფონზე მეღვინეობის თავშესაარა კარგად გაჟღენთილი, მინერალებით მდიდარი ნიადაგების კომბინაციითა და სიმაღლით, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ გემოებსა და არომატს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაყენების კულტურა, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო, არათუ ოდესმე დავიწყებას მიეცა, არამედ უფრო მეტად განვითარდა და გაძლიერდა. ქართული მევენახეობის ყველაზე გავრცელებული რიტუალი ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციაა. მიწაში ჩაფლული დიდი კონუსისებრი თიხის ჭურჭლის გამოყენება დუღილის დროს ტემპერატურის ბუნებრივი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, რაც მას უნიკალურ ტექსტურასა და კომპლექსურობას ანიჭებს“ – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო სავაჭრო კავშირებს ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთთან.

ფრაგმენტი სტატიიდან: „იმის გამო, რომ ქვევრი „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, საქართველოს უძველესი მეღვინეობის პრაქტიკა კვლავაც გლობალურად მიმზიდველია… თუ გსურთ აღმოაჩინოთ მეღვინეობის სამშობლო, საქართველო, ქართული ღვინო ნაბიჯ-ნაბიჯ აცოცხლებს ღვინის დაყენების პროცესს ნიადაგიდან ბოთლამდე’’

სტატიაში, ასევე, საუბარია ქართულ სამზარეულოზე, საქართველოში დამკვიდრებულ ღვინის ფესტივალებსა ტურებზე, რაც როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე ტურისტებს იზიდავს.