კანონშემოქმედებით პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს აგრარული საკითხებიც და რეგიონული ასპექტებიც, – ასე ფიქრობს ეკონომისტი სოსო არჩვაძე. მისი შეფასებით, აგრარული პოლიტიკა მთელ ქვეყანაზე ვრცელდება, რეგიონული პოლიტიკა კი გულისხმობს რეგიონში ყველა იმ ეკონომიკური რესურსის გამოყენებას, რისი შესაძლებლობაც ადგლზე არის.
“მაგალითისთვის ჩვენ არ უნდა დავიწყოთ თუშეთში სულგუნის წარმოება, სამეგროლოში გუდის ყველის დამზადება. ტრადიცია და წარმოების კულტურა ხშირად გადამწყვეტია ხოლმე რეგიონული აგროპოლიტიკის ადგილობრივ დონეზე გასაწერად,” – გვეუბნება არჩვაძე.
მისივე რეკომენდაციით, ბიზნესმა სიმძიმის წერტილი რეგიონებში უნდა გადაიტანოს, განსაკუთრებით, მთაში. ეკონომისტის ინფორმაციით, მთაში მოახლეობის სიმჭიდროვით, საქართველო ყველა თავის მეზობელს ჩამორჩება, რაც ეკონომიკურ ზარალიანობასთან ერთად, პოლიტიკურად საფრთხის შემცველია.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇