კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების მიმწოდებელმა კომპანიამ ტრაქტორის მოდელი, „Massey Ferguson 8 S”, მომხმარებელს „მეცხოველეობა ექსპო 2023“-ზე წარუდგინა. ამ კონკრეტული 2021 წლის მოდელის ძრავი 265 ცხენის ძალითაა აღჭურვილი და ის ამავე წლის ტრაქტორადაა დასახელებული.
კომპანიის ბრენდმენეჯერმა, ზურაბ ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის გუნდი ზრუნავს ქართული სოფლის მეურნეობა სრულად მექანიზირებული იყოს, ფერმერებს კი კომფორტული სამუშაო პირობები ჰქონდეთ.