თუ გინდა მთელი წელი მწვანე ეზო, რომელიც დაცულია ქარისა და მტვრისგან, ახლა ტუიას დასარგავად საუკეთესო დროა. “მწვანე სახლი” მის ნერგებს ზომების მიხედვით გთავაზობს სულ რაღაც 40 ლარიდან 70 ლარამდე. ტუია ცოცხალი ღობის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა. სწრაფად იზრდება და იდეალურად ამცირებს ქუჩის ხმაურს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. მარტივი მოსავლელია და საუკეთესო არჩევანია როგორც კერძო ეზოსთვის, ისე აგარაკისა და კომერციული სივრცისთვის.
არ დაგავიწყდეს, „მწვანე სახლი“ გთავაზობთ არა უბრალოდ ნერგებს, არამედ უკვე გახარებულ მცენარეებს, რომლებიც არც თვენს გარემოში მოიწყენენ. ნერგების შესაძენად გელოდებით ჩვენს ორ სანერგეში. დასავლეთ საქართველოში ვართ ზუგდიდში მისამართზე: ჭითაწყარი, ვაჟა ფშაველას 4, სამხარეო პოლიციასთან. აღმოსავლეთ საქართველოში კი თბილისში გვიპოვით: რუსთავის გზატკეცილი 2–3, ორთაჭალა–ფონიჭალის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, თბილისისკენ მომავალ მხარეს. თბილისში გვეკონტაქტეთ ნომერზე 591 455 008. ზუგდიდში დაგვირეკეთ ნომერზე 574 34 33 43.
„მწვანე სახლი“ — მარტივი გზა შენი ბაღისა და მეურნეობისთვის!
„მწვანე სახლი“ — როცა გინდა, სივრცე უფრო ლამაზი გახდეს.
რა უნდა იცოდეთ:
ტუიას უყვარს მზე — მზეზე ინარჩუნებს მკვეთრ მწვანე ფერს. ნახევარჩრდილში ოდნავ ფერს კარგავს, ჩრდილში კი ხშირად ყავისფერდება, ამიტომ შეურჩიეთ მზიანი ადგილი. ორმო მოამზადეთ ფესვზე ორჯერ დიდი: ქოთანში გაზრდილის შემთხვევაში ქოთანზე დიდი, ხოლო კომით (მიწის გორგალით) — გორგალზე ორჯერ ფართო. მაღალი ტენიანობის ადგილზე აუცილებელია დრენაჟი. დეკორატიული ღობისთვის გათხარეთ ერთიანი ტრანშე; მეტრში ირგვება 4 ნერგი — ასე სწრაფად შეივსება და შეიქმნება მკვრივი კედელი. არ ჩარგოთ ღრმად: ფესვის ყელი გაათანაბრეთ მიწის ზედაპირს და კარგად მოტკეპნეთ. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, უყვარს კომპოსტი და ჰუმუსი; ნაკელი ნაკლებად სჭირდება. დარგვისას კარგად მორწყეთ, შემდეგ — მესამე დღეს და კვირაში ერთხელ. ყოველდღიური მორწყვა შეცდომაა: იწვევს სოკოს და გახმობას. შემოდგომაზე ზედმეტი წყალი არ სჭირდება. ახალგადარგულ ტუიას სასუქი არ უნდა; სტრესის შესამსუბუქებლად შეიძლება წყალბადის ზეჟანგი ან ბიოსტიმულატორი.
#aishop #aishopping #AIshoppinhub
თუ გინდათ სწრაფი, ბუნებრივი და ლამაზი მწვანე ღობე — ლეილანდის ნერგი იდეალური არჩევანია თქვენი ეზოსთვის.
არიზონიკა და ლეილანდი ადვილად ეგუება ახალ გარემოს და სხვადასხვა ნიადაგს.
ვისაც გინდათ ეზოში არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ნაყოფიერი და სასარგებლო ხე გქონდეთ, „გულეშა“ ბროწეული საუკეთესო არჩევანია. ეს აზერბაიჯანული ჯიში ცნობილია განსაკუთრებული სიტკბოთი, წვნიანი მარცვლებითა და მაღალი ხარისხის ნაყოფით.
მსოფლიოში სულ უფრო აქტიურად ვითარდება ეგრეთ წოდებული ხეხილის ურბანული საზოგადოებრივი ბაღები, სადაც ბროწეული სხვა ნერგებთან ერთად უკვე დიდი ხანია ქალაქის გამწვანების კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
იცი რა განსხვავებაა მიწიდან ახლადამოღებულ ბროწეულის ნერგებსა და 20-ლიტრიან კონტეინერში გამოყვანილ, 4 წლიან ბროწეულის ნერგებს შორის?
როგორ და სად შეიძენ ხარისხიან, ჯანმრთელ და მაღალიმუნურ ნერგს? – “მწვანე სახლი” ყველგან მოგწვდება
„დილის პირველი ღიმილი ხშირად ყვავილისგან მოდის — და ეს დღე უკვე წარმატებულია.“ თუ ჯერ ყვავილი არ გაქვს, აუცილებლად იყიდე. თუ გაქვს კიდევ ერთი პოზიტივი შემატე შენს ფერად გარემოს.
ერთ ბალბას დადგამ აივანზე და უცებ ყველაფერი უფრო ლამაზი ხდება. ბალბა, იგივე პელარგონიუმი, პატარა ყვავილია, მაგრამ დიდ განწყობას ქმნის. ფერს აძლევს სახლს, აცოცხლებს ეზოს და სითბოს მატებს ყოველდღიურობას.
ფიკუსი მცენარეა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ საქმესაც აკეთებს. მის სქელ და პრიალა ფოთლებში ბუნებრივი ლატექსია, რაც მას ძლიერ და გამძლე მცენარედ აქცევს. სწორედ ამიტომ ეძახიან მას რეზინის მცენარეს. ფიკუსი ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას და სივრცეს უფრო სუფთა, მსუბუქ და სასიამოვნო გარემოდ აქცევს.

