გასულ წლის 6 თვეში – 20 აპრილიდან 20 ოქტომბრის პერიოდში, საქართველოში უცხო ქვეყნის 1720-მა მოქალაქემ საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის 1956 ნაკვეთი დაირეგისტრირა, საიდანაც ყველაზე მეტი 950, რუსეთის 874 მოქალაქის საკუთრებაში დარეგისტრირდა.
რაც შეეხება, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში გერმანიის 73-მა მოქალაქემ მიწის 84 ნაკვეთი დაირეგისტრირა; აზერბაიჯანის 63-მა მოქალაქემ 57; სომხეთის 69-მა მოქალაქემ 88; საუდის არაბეთის 47-მა მოქალაქემ 66; ისრაელის 66-მა მოქალაქემ 65; ირანის 61-მა მოქალაქემ 67; ეგვიპტის 34-მა მოქალაქემ 72; აშშ-ის 44-მა მოქალაქემ 58; უკრაინის 46-მა მოქალაქემ 54; საბერძნეთის 42-მა მოქალაქემ 47; ყაზახეთის 27-მა მოქალაქემ 24; ქუვეითის 16-მა მოქალაქემ 17; კანადის 16-მა მოქალაქემ 20.
მონაცემთა დანარჩენი ნაწილი კი მესაკუთრეთა მოქალაქეობის მიხედვით (ფრჩხილებში მითითებულია მიწის ნაკვეთების რაოდენობა) ასეთია:
ავსტრალია 1 (3); ავსტრია 6(8); ამაღლების კუნძული 1(1); ამერიკის სამოა 1(1); არაბთა გაერთიანებული საამიროები 13(25); არუბა 6(8); ბაჰრეინი 1(1); ბელარუსი 13(21); ბელგია 6(7); გაბონი 1(1); გაერთიანებული სამეფო 7(7); განა 23(23); გიბრალტარი 3(3); გრენადა 1(4); დანია 1(1); დომინიკა 3(3); ეთიოპია 1(1); ერაყი 6(14); ესპანეთი 3(3); თურქეთი 27(24); თურქმენეთი 1(1); იემენი 6(6); ინდოეთი 5(5); იორდანია 4(8); ირლანდია 4(6); იტალია 1(1); კატარი 6(7); კვიპროსი 3(4); ლატვია 4(4); ლიბანი 11(10); ლიბია 1(1); ლიეტუვა 6(6); მოქალაქეობის არმქონე პირი 1(1); ნიდერლანდები 7(11); ნორვეგია 2(2); ომანი 3(5); პაკისტანი 3(3); პალესტინის სახელმწიფო 2(2); პოლონეთი 3(2); სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 3(3); სამხრეთ კორეა 1(1); საფრანგეთი 7(8); სირია 6(8); სუდანი 3(6); უზბეკეთი 6(6); უნგრეთი 1(1); ფინეთი 2(2); ყირგიზეთი 1(1); შვედეთი 2(2); შვეიცარია 3(4); ჩეხეთი 1(1); ჩინეთი 8(9); ჩრდილოეთ კორეა 1(1)
წყარო: IPN.GE