Skip to content Skip to footer

ფუტკრის დაცვის აქტივობები და საკანონმდებლო რეგულაციები ევროპაში

ვენაში ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა, რომელიც მეფუტკრეებს სხვა სეგმენტის ფერმერებთან სწრაფ და უფასო კავშირს უზრუნველყოფს.

სპეციალიზებული ონლაინ პლატფორმით სასოფლო-სამეურნეო ნათესების მეპატრონეები, დამტვერვის მიზნით, მეფუტკრეებს თავიანთ ფართობებს შესთავაზებენ, ხოლო მეფუტკრეები თავის მხრივ, მათთვის მისაღებ ადგილს შეარჩევენ და სკებს განათავსებენ.

საქმე ისაა, რომ ვენელი თაფლოვანი მცნენარეების პლანტაციები ნაკლებობა მთელ მსოფლიოშია, მათ შორის, ვენაშიც. ახალი პლატფორმა ვენის 700-ზე მეტ მეფუტკრეს, სწორედ, ამ პრობლემას მოუგვარებს. მეორე მხრივ ეს ფერმერებს უკეთესი მოსავლის მოყვანაშიც დაეხმარება.

სხვათა შორის, ანალოგიური პლატფორმა 2020-23 წლებში ავსტრიაშიც ამოქმედდა. ვენა მესამე ფედერალური მიწა გახდა, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობს.

მეცნიერებს დიდი ხანია განგაში აქვთ, რომ მწერებს, მათ შორის, დამმტვერავებს, მასობრივი გადაშენება ემუქრებათ, რაც, კლიმატის ცვლილებასთან არის კავშირში. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს და აჩქარებს აგრომეურნეობებში ქიმიური პესტიციდების აქტიური გამოყენება. ფინელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ პესტიციდები ბაზებს (ფუტკრისებრთა ოჯახიდან) ფერების დამახსოვრების უნარს უკარგავს, რაც მათ გამოკვების შესაძლებლობას ამცირებს. ევროკავშირი სოფლის მეურნეობაში დამმტვერავი მწერების დამაზიანებელი პესტიციდების გამოყენებაზე საერთო ევროპულ რეგლამენტს უკვე ამუშავებს.

ფუტკრების გადაშენება საფრთხეს უქმნის ისეთი მცენარეებისა და ხეების არსებობას, რომლებსაც დამტვერვა სჭირდებათ, ასეთი კი 80%-ზე მეტია. სხვათა შორის, ევროკავშირმა ფუტკრის დაცვის ახალი წესები დაამტკიცა: შეიქმნება სპეციალური ეკოლოგიური დერეფნები სპეციალურად იმისთვის, რომ მწერებმა ლოკალური მინდვრების გარდა, მთელ ევროპაში თავისუფლად იფრინონ.

ფუტკარი, როგორც პოლინატორი და ძირითადი დამამტვერიანებელი მწერი, მოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარ და აუცილებელ კომპონენტად აღიარებულია საქართველოშიც. ქართველი სპეციალისტები ფუტკარსა და თაფლს სასურსათო უსაფთხოებას პირდაპირ უკავშირებენ.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ფუტკრის საერთაშორისო დღე საქართველოში, კავკასიური ფუტკრის სამშობლოშიც აღინიშნა. ქვეყანაში ამ ეტაპზე, მეფუტკრეთა გაერთიანების ინფორმაციით, 13 მილიარდი ფუტკარი ბინადრობს.

რა რისკის წინაშე დგება “აგენტების კანონით” ქართული თაფლი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას და საკუთარი ნიშის მოპოვებას ცდილობს. მეფუტკრეთა მოსაზრებები „აგროსიახლეებში“. 👇

ფუტკარი საუკეთესო სინოპტიკოსია – აბსოლუტური სიზუსტით წინასწარ გრძნობს ამინდის ცვლილებას და მისი პროდუქტიულობა, დიდწილად, სწორედ კლიმატზეა დამოკიდებული. რა პრობლემებს უქმნის კლიმატის ცვლილება ფუტკრის ოჯახს და რა უნდა გააკეთოს მეფუტკრემ პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად? რა აუცილებელი ღონისძიებებია გასატარებელი კლიმატგონივრულ საფუტკრეში? სად და რა ეტაპზე სჭირდება მიხმარება ადაპტაციისთვის ქართული ჯიშის მთის რუხ ფუტკარს, რომელიც მაღალი იმუნური თვისებების გამო ადვილად მოერგო შეცვლილ პირობებს – ქართველი მეფუტკრეების გამოწვევები “აგრო სიახლეებში”. 👇

ყველაფერი ქართულ თაფლსა და ფუტკარზე გაიგეთ აქ 👇