Skip to content Skip to footer

“თაფლის ფესტივალი 2024”

მთაწმინდის პარკმა თაფლის მორიგ ფესტივალს უმასპინძლა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აგროსიახლეებიც დაესწრო. როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს ღონისძიების მიზანი მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება იყო, რადგან დღემდე ადამიანები უპირატესობას მხოლოდ თაფლს ანიჭებენ, რადგან ცოტა იციან ფუტკრის სხვა პროდუქტების, მათ შორის, გამაჯანსაღებელი, კოსმეტიკური თუ სამკურნალო საშუალებების შესახებ. არადა მსოფლიოში უკვე სპა-გამაჯანსაღებელი ტურისტული ხაზი წარმატებით მუშაობს სწორედ საფუტკრეებში.

ფესტივალზე მცირე კვლევაც ჩატარდა თაფლის გემური უპირატესობების დასადგენად.