ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზი, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი თართად მოიხსენიებს, უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციის გზით გამოიყვანეს.
ამ სამომსახურეო ჯიშის მოშენება და სელექცია მეექვსე საუკუნეში დაარსებული ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იაკობ ჭოხონელიძემ და მონასტრის ძმობამ იტვირთა.
იაკობ ჭოხონელიძემ მონასტერში წასვლა 23 წლის ასაკში გადაწყვიტა. სალთის მონასტრიდან საგარეჯოში, ხაშმის სამების მონასტერში გაგზავნეს, სადაც 114 თხას და 28 ძროხას მწყემსავდა.
გაფართოების მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეძენილ ტერიტორიაზე ძაღლსაშენმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.
20 წლის მანძილზე ძაღლსაშენ ტაბაკინში არაერთი საუკეთესო ინდივიდი გამოიზარდა, რომელმაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა კავკასიისა და ევროპის გამოფენებზე.
2010 წელს კიევში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მონაწილეობას 16 ქვეყანა იღებდა, ძაღლსაშენის ხვადმა, სახელად ბუთქუნამ 160 ჯიშის 4 000 ძაღლს შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზის მედეგობა საუკუნეების მანძილზე მკაცრ ბუნებრივ პირობებში მგლებთან ბრძოლასა და მძიმე შრომაში იწრთობოდა