ქართული ნიგვზიანი ბადრიჯანი მსოფლიოს ვეგანური კერძების TOP-5 კერძს შორის მოხვდა. ამის შესახებ კულინარიული ენციკლოპედია TasteAtlas წერს.
ვეგანური კერძების Top-50-ში მოხვდა ქართული ლობიოც.
გამოცემის ინფორმაციით, ნიგვზიანი ბადრიჯანი მსოფლიოს ვეგანურ კერძებში მე-5 ადგილის იკავებს 4.5-ბალიანი შეფასებით. ლობიოს კი 4.2- ბალიანი შეფასება აქვს და 35-ე ადგილს იკავებს.
პირველი ადგილი ირანულმა ვეგანურმა კერძმა Zeytoon parvardeh-მა დაიკავა. ის ზეთისხილისა და ბროწეულის კომბინაციისგან მზადდება. მეორე ადგილზეა მექსიკური Guacamole, რომელიც ავოკადოს შიგთავსით მომზადებული სალათის ტიპის საჭმელია. მესამე ადგილზეა სირიული Muhammara, რომელშიც შედის ნიგოზი, მოხალული წიწაკა და ქონდარი.