Skip to content Skip to footer

ღვინის წარმოება ქვემო ქართლში – საქართველოს ბანკის დახმარებით გაფართოებული ბიზნესსაქმიანობა

მასალა მომზადებულია საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში

რთველი დასრულდა და ფერმერები თუ ღვინის ქარხნები ახლა უკვე ღვინის წარმოების პროცესში არიან. ქვემო ქართლში მდებარე საწარმო “გორელლიც” ამ მიმართულებით მუშაობს. კომპანია ღვინოს 1998 წლიდან აწარმოებს.

გარდა ღვინის ევროპული წესით დამზადებისა, კომპანია ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდითაც აყენებს – მიწაში განთავსებულ თიხის ქვევრებში. კომპანიას ღვინის ამგვარი წესით დასაყენებლად 15 ქვევრი აქვს, რაც დაახლოებით 20 ტონა ღვინოს იტევს.

ღვინის დამზადების ამ ტრადიციის უნიკალურობაზე მიუთითებს, ის ფაქტიც, რომ 2013 წელს  „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.  “გორელლის” დირექტორი ნინო წიქარიძე გვეუბნება, რომ ამ ფაქტმა საწარმოს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა მარნის   მშენებლობისთვის შემდგომში ამ მეთოდით ღვინის დასავარგებლად.

საწარმომ 2021 წელს საქართველოს ბანკის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა გადაწყვიტა. ნინო წიქარიძის თქმით, ბანკისგან მიღებული თანხით კომპანიას საშუალება მიეცა 250 ტონა ყურძენი გადაემუშავებინა.

 ” კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა. რადგან, პანდემიის დროს ყველა ფულადი რესურსი ამოწურული გვქონდა. 2021 წელს  ვისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, გადავამუშავეთ 250 ტონა ყურძენი, რამაც მეტი მოტივაცია მოგვცა და  საქმიანობაც უფრო საინტერესო გახდა.”

გასულ წელს კომპანიამ 110 ტონა ღვინო აწარმოა. “გორელლი”-ში 10-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღვინოს აწარმოებენ, რისთვისაც ყურძნის 3 ჯიშს იყენებენ: საფერავი, კაბერნე სოვინიონ  ა რქაწითელი. ნაყოფს კი კახეთში შერჩეული ბიო ვენახებიდან ყიდულობენ.  გარდა ქართული ბაზრისა ღვინო ექსპორტზეც გადის, მათ შორის ევროპაში, აშშ-სა და ჩინეთში.

სამომავლოდ კომპანიას სურს მარანში მოსულ სტუმრებს სასტუმროს მომსახურებაც შესთავაზოს.

“ამჟამად საწარმოში ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ, რათა მარანში მოსულმა სტუმარმა ღამის გათევა შეძლოს. ასევე, საწარმოს კიდევ ერთი მიზანი სურსათის უვნებლობის სხვადასხვა სტანდარტის დანერგვაა”, – გვეუბნება ნინო წიქარიძე. 

საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსით ისარგებლა კახეთში არსებულმა ღვინის საწარმომაც-“ფაფრის ველი”. აგროკრედიტით საწარმომ მარნის აშენება და საჭირო ტექნიკის შეძენა შეძლო. – უფრო ვრცლად მათი საქმიანობის შესახებ ამ ვიდეოდან შეიტყობთ.

საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონში სტუმარმასპინძლობის და ღვინის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაა. აღნიშნული სექტორების გაძლიერების მიზნით ბანკი მომხმარებლებს მარნების დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც ტურიზმის სექტორში ოპერირების, (სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი), გასტრონომიული მიზნით სტუმრის მიღების, თუ გაქირავების ვებგვერდის გამოყენების გამოცილება აქვთ. დეტალურად როდუქტის შესახებ წვიეთ ბმულს: https://go.bog.ge/4a7LGOr