Skip to content Skip to footer

ღონისძიებები, რომელსაც ჩილე გარემოზე ზრუნვის მიზნით ახორციელებს

გარემოს დაცვის ინიციატივების მიხედვით, ჩილე ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა.

ინიციატივებს შორისაა კლიმატის ცვლილების ობსერვატორიის შექმნა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას კლიმატის კრიზისის შესახებ და მას საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის.

სათბური გაზების გამონაბოლქვის შემცირების მიზნით ჩილე თანდათანობით ხურავს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს და ზრდის განახლებადი ენერგიის სადგურების რაოდენობას.

ქვეყანაშია ლათინური ამერიკის პირველი მზის თერმული სადგური (Cerro Dominador). გარდა ამისა, „ჰორიზონტი“ ( Horizonte) – რეგიონის უდიდესი ქარის ელექტროსადგური. ასევე ქარხანა, რომელიც სინთეზურ საწვავს აწარმოებს.

ჩილე მაქსიმალურად იყენებს თავისი პროგრესული განახლებადი ენერგიის სერთიფიკატს, რათა კლიმატის საერთაშორისო მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იყოს, როგორც მთავარი დიპლომატიური მოთამაშე.

2022 წლის ნოემბერში სანტიაგო უკვე ფლობდა 809 ელექტრო ავტობუსს. მათი რაოდენობა დღეს უკვე ათასებს აჭარბებს.

ჩილეს დაცული ტერიტორიის ფართობი თითქმის 1,500,000 კმ2-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჩილე ორიენტირებულია ოკეანეების დაცვასა და მსოფლიო ოკეანეებზე მზრუნველ საერთაშორისო პროექტების ხელშეწყობაზე.

ეკოლოგიური მიდგომა ინტეგრირებულია ჩილეს ყველა სამინისტროს გადაწყვეტილებაში.

ჩილეს მაცხოვრებელთა 91%-ს მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილება უნდა განიხილებოდეს, როგორც მთავრობის პრიორიტეტი.

წყარო: https://www.marcachile.cl/five-actions-promoted-by-chile-to-care-for-the-environment/