Skip to content Skip to footer

კლიმატგონივრული გადაწყვეტა მეფუტკრეებისთვის ყვავილის მტვერის შენახვა-მოპოვებაში – ახალგაზრდა სტარტაპერების მიგნება

გურჯაანის ტექნოპარკში შექმნილმა სტარტაპმა Golden Nectar-მა GITA • Tech Park-ის საგრანტო კონკურსზე გრანტი მოიპოვა 25.000 ლარის ოდეობით.

სტარტაპი მეფუტკრეს სთავაზობს ახალ, ინოვაციურ და მარტივ გზას ყვავილის მტვერის შენახვასა და მოპოვებაში.

სტარტაპს ორი გურჯანეელი ახალგაზრდა უძღვება: ნიკოლოზ ზირაქაშვილი და გიორგი ჯაჭვაძე.

“აგრო სიახლეები” ერთ-ეღთ მათგანს, ნიკოლოზს, სამომავლო გეგმებსა და ინოვაციის დეტალებზე გაესაუბრა. აღმოჩნდა, რომ კლიმატის ცვლილება გახდა ბიძგი იმისა, რომ ახალგაზრდებს ამ გამოგონებაზე ეფიქრათ, იდეა კი საქმედ ექციათ.