საქსტატის თანახმად, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას და თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 % -ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ივნისში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), პროდუქტების ნაწილი მაინც გაძვირებულია. მათ შორის, ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა მწვანილზე, ჭარხალსა და საზამთროზე.
ყველაზე უფრო გაძვირებული პროდუქტების ათეული:
- მწვანილი – 58%
- ჭარხალი – 51%
- საზამთრო – 48%
- ვაშლი – 45%
- ნიორი – 38%
- კივი – 37%
- მსხალი – 33%
- ატამი – 32%
- წიწაკა – 31%
- ბენზინი – 25%
სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა ხახვი, წიწიბურა და ანტიბიოტიკები.
ყველაზე უფრო მეტად გაიაფდა:
- ხახვი – 33%
- წიწიბურა – 27%
- კიტრი – 22%
- ნათურა – 19%
- ლიმონი – 17%
- მზესუმზირის ზეთი – 14%
- სიმინდის ფქვილი – 13%
- მარარინი – 11%
- მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 10%
- მანანის ბურღული – 9,4%