ფრანგული ყველის წარმოების ტექნოლოგია მწარმოებელმა ბექა ხმალაძემ საფრანგეთში შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებულმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დმანისის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში გადაიტანა. მწარმოებელმა მომხმარებელს საკუთარი ნაწარმი ღონისძიება „მეცხოველეობა ექსპო 2023“-ზე გააცნო.