Skip to content Skip to footer

შემოსავლების სამსახური თურქეთისგან €21.2 ათასად 4 ძაღლს ყიდულობს

შემოსავლების სამსახური თურქული “FlyDog-ისგან” €21.2 ათასად ძაღლებს იყიდის. საუბარია ოთხ ძაღლზე, – ამისთვის უწყებამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. 2 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც უწყებას გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების უფლება მისცა. ტენდერის მიხედვით, FlyDog-ი თურქული კომპანიაა, რომელიც სტამბოლში ფუნქციონირებს და აქვს უმაღლესი დონის საწვრთნელი ბაზა. ის, თავად უზრუნველყოფს ძაღლების სარფის საბაჟომდე ტრანსპორტირებას.

გამარტივებული წესით ძაღლების შესყიდვისთვის ნებართვის მისაღებ წერილში განმარტებულია შესყიდვის საჭიროება.

“პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 21-24 მაისს, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის სამმართველოს ორი კინილოგ-ინსტრუქტორი ეწვია კომპანია „FlyDog“ -ს. ადგილზე დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, ძაღლები, გაეცნენ წვრთნის მეთოდებს და წინასწარ შეარჩიეს სამსახურისთვის საჭირო თვისებების მქონე 4 ძაღლი. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ერთის მხრივ ზემოაღნიშნული ძაღლების მოვლა-შენახვა ყოველდღიურად უძვირებს კომპანიას ძაღლების ხარჯს (კვება, ვეტერინარული კონტროლი, ადამიანური რესურსი და სხვ) და მეორეს მხრივ სამუშაო თვისებების მქონე ძაღლებზე არის გლობალური მოთხოვნა. აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან, შესყიდვის დაგვიანებით განხორციელება შესაძლოა,
გახდეს მიზეზი იმისა, რომ კომპანიამ სხვა მყიდველზე გაასხვისოს კინოლოგიის სამმართველოს
ინსტრუქტორების მიერ სამსახურისთვის შერჩეული ძაღლები. შესყიდვის დაგვიანება გახდება მიზეზი იმისა, რომ პროექტის დასრულების ვადამდე (2024 წლის დეკემბერი), ნახსენები ფაქტორების გათვალისწინებით ვერ მოხდება სხვა სპეციალური თვისებების მქონე ძაღლების მომწოდებლის მოძიება, რაც გამოიწვევს შეფერხებას და რისკის ქვეშ დააყენებს პროექტის შესრულებას. აქვე აღსანიშნავია, რომ შერჩეული თურქული კომპანია „FlyDog“-ის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი არ არიან დაინტერესებული ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაზე
,” – ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურის 17 ივნისის წერილში.

რა რისკია, რომ დღემდე ძაღლის არცერთი ქართული ენდემური ჯიში დარეგისტრირებული არ არის. კინოლოგების მოსაზრებები “აგრო სიახლეებში”