Skip to content Skip to footer

შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის სისტემატიზებაში სახელმწიფოს FAO დაეხმარება

სახელმწიფოს შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის პროცესის გამართვაში FAO დაეხმარება, – ამის შესახებ დეპუტატმა ხატია წილოსანმა “აგროსიახლეებს” განუცხადა. მისი თქმით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს კანონპროექტზე დეზინფორმაციის გავრცელება, რაც პროცესს დადებითად არ წაადგება.

“გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ცხოველების მიკვლევადობისთვის საჭირო იდენტიფიცირება-რეგისტრაციის, იგივე ჩიპირების, ვალდებულების პოლიტიზირება სცადეს” – ამბობს ხატია წილოსანი.

შეგახსენბთ,ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით კი თბილისსა და პატარა ქალაქებში. 
“აგროსიახლეები” ამ თემაზე გადაცემას ამზადებს, რომელსაც შაბათს, 16 საათზე, “აგროგარემო TV-ის” ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებული გადაცემების ბმულებს ჩვენი მდიდარი არქივიდან