Skip to content Skip to footer

ცხოველები გზაზე – უსაფრთხოების წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

ზაფხულის სეზონზე, როდესაც ათასობით ადამიანი დასასვენებლად რეგიონებისკენ მიემართება, გზებზე უსაფრთხოების წესების გახსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ პერიოდში ავტომაგისტრალებსა და შიდა გზებზე მძღოლები ხშირად ხვდებიან შინაურ თუ გარეულ ცხოველებს. ასეთ დროს ერთი არასწორი გადაწყვეტილება შეიძლება ავარიის მიზეზი გახდეს და საფრთხე შეუქმნას როგორც ადამიანების, ისე ცხოველების სიცოცხლეს. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გზაზე ცხოველი მოულოდნელად ჩნდება და რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი? ნახეთ, რა არის მძღოლის სწორი რეაქცია იმ რამდენიმე წამში, რომელმაც შესაძლოა სიცოცხლე გადაარჩინოს.

როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, ქალაქშიც და სოფლადაც, ცხოველები ხშირად ავტომობილის ქვეშ ეძებენ სითბოს, ჩრდილს ან უსაფრთხო ადგილს. ამიტომ, სანამ მანქანას დაძრავთ, რამდენიმე წამით შეამოწმეთ, ხომ არ იმალება მის ქვეშ ძაღლი, კატა ან სხვა პატარა ცხოველი. ეს მარტივი ჩვევა შესაძლოა მათ სიცოცხლეს გადაარჩინოს.