თუ ძროხის პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა გინდა, ყველაფერი სადგომიდან იწყება. სადგომის სწორად დაგეგმვა ამცირებს ტრავმებს, აუმჯობესებს ჰიგიენას და ზრდის რძის მიღებას. ერთ სულზე ბოსლის ოპტიმალური სივრცეა დაახლოებით 9 კვადრატული მეტრი, სიმაღლე კი მინიმუმ 2.5 მეტრი. ერთ ძროხასა და ერთ ხბოს ერთად ათამდე კვადრატული მეტრი ფართი სჭირდება. გასასვლელისთვის 1.5 მეტრი უნდა გაითვალისწინოთ. საკვებური კედელს არ უნდა ებჯინებოდეს, რადგან სუნთქვისას გამოყოფილი ტენი კონდენსატს ქმნის და სინესტეს აჩენს. ამიტომ აუცილებელია მინიმუმ 1 მეტრიანი მისადგომი. ფანჯრები მოაწყვეთ სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხარეს, იატაკიდან 1.20-1.30 მეტრის სიმაღლეზე, რომ ბუნებრივი შუქი საკმარისი იყოს. მათი საერთო ფართი იატაკის ფართის დაახლოებით მეათედი უნდა იყოს. იატაკი ოდნავ დახრილი გააკეთეთ და მოაწყეთ ღარი ნაკელისთვის. ვენტილაცია აუცილებელია, რადგან ძროხა დღეში დიდი რაოდენობით ორთქლსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს. ცუდი ჰაერი განსაკუთრებით აზიანებს ხბოებს. ვენტილაციას ბოსლიდან გამოაქვს ზედმეტი ტენი და მავნე აირები, ამიაკი. ხოლო ბუნებრივი განიავება ფანჯრებისა და ღიობების მეშვეობით უზრუნველყოფს ჰაერის ცვლას, ორპირი ქარის გარეშე. ასე შენობა რჩება მშრალი, სუფთა და უსაფრთხო ცხოველებისთვის. სისუფთავე კრიტიკულია: სველი საფენი 20–30%-ით ამცირებს ნამატს და ზრდის საკვების ხარჯს. საუკეთესოა ნამჯა ან მშრალი ნახერხი, რომელიც დროულად უნდა შეიცვალოს. ნაკელი უნდა შეინახოთ სწორად, რათა არ დაკარგოს სასუქის ღირებულება. ბოსლის წინ მოაწყვეთ სასეირნო ადგილი 15-20 კვ. მეტრის ფართით. კარგი პირობები ნიშნავს ჯანმრთელ ცხოველს, მეტ რძეს და ნაკლებ პრობლემას ყოველდღიურ მოვლაში.
რა საფრთხეა ემკარი, ანუ ჭრიჭინა თქვენი საქონლისთვის
თურქულის, როგორც მწვავე ინფექციური და სწრაფად გადამდები დაავადების, რისკები მესაქონლეობაში
ქართული მეცხოველეობის ცოცხალ მემკვიდრეობას და ადგილობრივ ენდემურ ჯიშებს გაეცანით აქ
ხბოს რქების მოწვა აუცილებელია. რატომ, როგორ და რა ასაკში უნდა მოიწვას მსხვილფეხა რქოსნების რქები?
ჩლიქების ჯანმრთელობა პირუტყვის კეთილდღეობის საფუძველია. პირუტყვის ჩლიქების მოვლის აუცილებელი წესები
ხბოს ჯანმრთელობა უნდა შეფასდეს მისი ასაკის გათვალისწინებით დაბადებიდან მოზარდობამდე.როგორ შევაფასოთ ხბოს ჯანმრთელობა სხვადასხვა ასაკში?
